მწერალმა კობა არაბულმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.
„ამერიკაში მოვიდა სხვა პრეზიდენტი და მოიტანა რადიკალურად საპირისპირო პოლიტიკა. ტრამპი დაუპირისპირდა მსოფლიოს ახალი „შავი ჭირის“ ეპიდემიას -„ულტრალიბერალიზმს“ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შევიდა მათთან. რომ არა ტრაპის პოლიტიკა (და მისი მოსვლა), ღარიბაშვილი ვერ დაბრუნდებოდა, მაგრამ ღმერთმა და ბუნებამ შექმნა ეს ვითარება. ღარიბაშვილი იმისთვის დაბრუნდა, რომ ტრამპი საქართველომდე მოიყვანოს. ღარიბაშვილმა უნდა დაიწყოს მკვეთრი და გაბედული მოქმედება და იტვირთოს ლიდერის ფუნქცია“, - აღნიშნავს არაბული.