logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ონლაინ-სესხები მომთაბარე ბიზნესია
- +

1 თებერვალი. 2017. 14:47



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინსიტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ონლაინ-სესხების ბიზნესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობა მომთაბარე ბიზნესია, ონლაინ-სესხების კომპანიები კი ცდილობენ რეგულაციების დაწესებამდე გააფართოვონ საქმიანობის არეალი.


„ზოგადად, ეს მომთაბარე ბიზნესია. ასეთი ტიპის ბიზნესები საქმიანობას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში იწყებენ და სანამ რეგულაციები დაუწესდებათ, აფართოებენ საქმიანობის არეალს და ხსნიან მაქსიმალურ მოგებას.

 

ონლაინ-სესხების კომპანიებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან რეგულაციები დაუწესდებოდათ. ამ ბიზნესს პლუსები ალბათ მხოლოდ მისი მფლობელებისთვის აქვს, მინუსი კი ძალიან ბევრია.

 

თქვენ, მოქალაქემ, სპონტანურად შეიძლება მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში უზომოდ ხარჯიანი იქნება. ბიზნესმოდელი, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის რამდენიმე ათასი პროცენტი, ჩვენთვის მიუღებელია", - აცხადებს ქუმსიშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი