logo_geo
ვინ არიან პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე?
- +

1 თებერვალი. 2017. 20:00



დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში აწ უკვე უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები მიხეილ სააკაშვილი და დავით საყვარელიძე ორი მოსამართლის გვარს ახსენებენ. საინტერესოა, ვინ არიან მათ მიერ ნახსენები ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე?


ძალიან რომ არ გადაგღალოთ, ძვირფასო მკითხველო, მშრალ ბიოგრაფიულ ცნობებს და კულუარებში კარგად ცნობილ რამდენიმე დეტალს გაგაცნობთ და ვფიქრობთ, დასკვნის გამოტანა არ გაგიჭირდებათ...


კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას კონსტანტინე კუბლაშვილი  ასრულებდა, იგი მფარველობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ბესარიონ ალავიძეს, რომლის კვალიფიკაციაც ეჭვქვეშ 2013 წელს დადგა, 2011-2014 წლებში, 283 819 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, აქედან 123 852 ლარი პრემიის სახით მისცეს.


სხვათაშორის,ბესარიონ ალავიძის შესახებ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მისი დიპლომის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და მოსამართლის იურიდიული განათლება ეჭვქვეშ დააყენა! საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ალავიძის დიპლომის ირგვლივ ჩაატარა მოკვლევა და როგორც უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქმის მასალების გამოთხოვისა და ანალიზის შედეგად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, მტკიცებულების ფალსიფიკაციას.


რაც შეეხება პაატა ქათამაძეს...  ირონიით იხსნებენ  ხარაგაულის პირველი ინსტანციის მოსამართლეობიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი დაწინაურების პროცესს. ერთი საინტერესო დეტალი.. პაატა ქათამაძის მიმართ ნაციონალების  მხარდამჭერები  ღიად  აფიქსირებენ სიმპატიებს,  რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მოიხსენიებენ, როგორც პრინციპულ მოსამართლეს და მიაჩნიათ, რომ იგი არ გახდება ურთმელიძე 2.






 

big_banner
არქივი