logo_geo
შალვა ოგბაიძე: ვინც ფიქრობს, რომ ეს არის მკაცრი სასჯელი მძღოლებისთვის… ახლა გეტყვით…
- +

2 თებერვალი. 2017. 11:03




მომრავლებული საავტომობილო შემთხვევებისა და მათით გამოწვეული სიკვდილიანობის გამო, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე მოითხოვს, ნასვამი მძღოლების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები გამკაცრდეს. როგორც ის აღნიშნავს, ავტომობილის საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძოლის დაფიქსირებისას, მას უპირობოდ უნდა ჩამოერთვას მართვის მომწობა 6 თვით, ჯარიმაც გადაიხადოს და ხელახლა ჩააბაროს მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა.


ამ საკითხე შალვა ოგბაიძე „ალიას" ესაუბრა და გერმანიის სადამსჯელო სისტემა მოიყვანა მაგალითად. მისი თქმით, ამის ფონზე, ის ღონისძიებები, რაც ქართველი მძღოლების მიმართ სასურველია გატარდეს, საერთოდ არ არის მკაცრი.


„მე არ ვითხოვ, ნასვამ მძღოლს დაეკისროს გამოცდების უპირობოდ ჩაბარება. მან უნდა ჩააბაროს იმ ნაწილში, სადაც ბევრი დარღვევა აქვს. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობაზე აქვს ბევრი ჯარიმა გამოწერილი? ამ ნაწილში უნდა ჩააბაროს გამოცდა.

 

ვინც ფიქრობს, რომ ეს არის მკაცრი სასჯელი მძღოლებისთვის. ახლა გეტყვით, გერანიაში მართვის მოწმობაჩამორთმეულ მძღოლებს რამდენი რამის გადატანა უწევთ მის ხელახლა ასაღებად და თავად განსაჯეთ, ეს მკაცრი სანქციაა თუ არა. ვთქვათ, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოართვეს მძღოლს მოწმობა. ამ მძღოლმა ავტოსკოლიდან უნდა მოიტანოს ცნობა, რომ მან, მინიმუმ, 3 გაკვეთილი მოისმინა იმ ნაწილში, რომელშიც ბევრი დარღვევა ჰქონდა, ანუ სიჩქარის გადაჭარბებაზე, ცხადია. ამაში ფულს იხდის. ამის შემდეგ უნდა გაიაროს ე.წ იდიოტების ტესტი ფსიქოლოგთან. თითო ვიზიტი ფსიქოლოგთან ჯდება 100 ევრო და მძღოლს ბოლოს არა მხოლოდ ცნობას სთხოვენ, რომ მან მართლა გაიარა ეს ტესტები, არამედ თითოეულ ვიზიტში გადახდილი თანხის ქვითარსაც ამაში დასარწმუნებლად, ფსიქოლოგთან, შესაძლოა 20 ვიზიტიც კი დაუნიშნონ. ამის შემდეგ სამსახურიდან უნდა მიიტანოს თანამშრომლების რეკომენდაციები, რომ კარგად იქცევა, არაფერს აშავებს და მისთვის საჭის ნდობა შეიძლება. შემდეგ აგზავნიან საჯარო სკოლაში, სადაც მე-12 კლასელი მოსწავლეები უკითხავენ ლექციას საჭესთან ალკოჰოლის მავნებლობაზე, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის საფრთხეებზე. წარმოიდგინეთ, ეს რამდენად დამამცირებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ სკოლის დირექტორი მძღოლს აძლევს ცნობას, რომ მან ლექციები მოისმინა. ამასობაში წელიწად-ნახევარი, 2 წელი გადის. შემდეგ უკვე მძღოლი მიმართავს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას თხოვნით, რომ ის დაუშვან გამოცდებზე. აი, ასეთი ტანჯვის გადატანა უწევთ გერმანიაში მართვის მოწმობის ხელახლა ასაღებად და დიდი ამბავი, აქ მთლიანი საგამოცდო კითხვარის, ვთქვათ, მეოცედს თუ ჩააბარებენ! შედეგიც შესაბამისია. გერმანიაში 100 000 კაცზე ავტოავარიაში დაღუპვის 2-3 შემთხვევაა, ჩვენთან 16-18", - ამბობს ოგბაიძე. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი