logo_geo
დეკანოზი გრიგოლი: მეუფე სერაფიმე ჯოჯუა არის სააკაშვილისა და მისი ბანდის მსხვერპლი!
- +

2 თებერვალი. 2017. 13:04




„ზოგიერთებმა მილიონები და რეზიდენციები იშოვეს სააკაშვილის დროს, მეუფე სერაფიმემ კი თავი გადადო", - ამის შესახებ წმინდა იოანე მხედრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გრიგოლი (გოგიჩაძე) „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.


დეკანოზი გრიგოლი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელის მიტროპოლიტ სერაფიმეს (თამაზ ჯოჯუა) გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიტროპოლიტი სერაფიმე სააკაშვილისა და მისი ბანდის მსხვერპლია.


„მეუფე სერაფიმემ სააკაშვილის რეჟიმის დროს სამსხვერპლოზე დადო სულიცა და ხორციც, როცა თქვა, გიგი უგულავა და ნაცსექტის სხვა ლიდერები რა დღეში აგდებდნენ პატრიარქს! ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მეუფე სერაფიმეს გარდა რომელმა მეუფემ გაბედა ამის თქმა? როგორ ფიქრობთ, მეუფე სერაფიმეს პატრიარქის ერთგულებას ვინმე აპატიებდა? არც აპატიეს და რაც დღეს მიტროპოლიტ სერაფიმეს გარშემო ხდება, სწორედ იმის შედეგია, რომ მან გიგი უგულავა და სააკაშვილის ბანდა ამხილა", - აცხადებს დეკანოზი გრიგოლი.


როგორც ცნობილია, მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის მმართველ ეპისკოპოსად განაწესეს, რასაც გერმანიაში მოღვაწე დეკანოზ თამაზ ლომიძის, არქიმანდრიტ ისე გელაშვილის, არქიმანდრიტ იოანე სილაგაძისა და ქართველი მრევლის ნაწილის მწვავე პროტესტი მოჰყვა, ამიტომაც მიტროპოლიტმა სერაფიმემ ეპარქიის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა.


როგორც დეკანოზი გრიგოლი აღნიშნავს, დეკანოზი თამაზ ლომიძე უკვე 10 წელია გერმანიაში იმყოფება და შორიდან უყურებს, როგორ ანადგურებენ მის თვისტომს. დეკანოზ გრიგოლის თქმით, ის და დანარჩენი ღვთისმსახურნიც „ვიღაცის" დაკვეთას ასრულებენ.


„ხაზგასმით ვაცხადებ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მეუფე სერაფიმე ჯოჯუაზე სააკაშვილმა და უგულავამ შური იძიეს და პროვოკაცია მოუწყვეს! რაც შეეხება იმათ, ვინც გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში მეუფე სერაფიმეს ჩასვლას ეწინააღმდეგება, ძალიან კარგად ვიცნობ გერმანიაში მოღვაწე დეკანოზ თამაზ ლომიძეს. ათ წელზე მეტი ხანია, ის გერმანიაშია და შორიდან უყურებს, როგორ აწამებენ და ანადგურებენ მის თვისტომს! როცა ლონდონში ვიყავი მივლინებული, ჩვენი ხელმოკლე მრევლის მეცადინეობით, ერთ წელიწადში ეკლესია დავაფუძნეთ და სალოცავისთვის შენობა შევიძინეთ მაშინ, როცა ამ ხნის განმავლობაში მამა თამაზ ლომიძემ ერთი ეკლესიაც კი ვერ შეიძინა და დააფუძნა მრევლისთვის.

 

აშკარაა, რომ ეს არის ვიღაცის დაკვეთა და მამა თამაზ ლომიძე და დანარჩენი მოძღვრებიც ამ დაკვეთას ასრულებენ! როგორც ჩანს, მამა თამაზ ლომიძე იქაურ მრევლს აბუნტებს და მეუფე სერაფიმეს სახელს უტეხს! როგორ შეიძლება ასეთი რამ?! ეგ თბილად არის ევროპაში მოკალათებული, მაშინ, როცა მეუფე სერაფიმემ რამდენჯერმე სამსხვერპლოზე დადო თავი", - განაცხადა დეკანოზმა გრიგოლმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი