logo_geo
გურამ დოჩანაშვილი - ცხოვრების დღიურები
- +

28 მარტი. 2019. 16:39

 

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ბატონი გურამის ნაამბობიდან გზადაგზა ამოკრებილ ისტორიებს, რადგან მასთან ტრადიციული ინტერვიუს ჩაწერა ძალიან რთულია.

 

მორზეს ანბანით გავრცელებული ხმა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე

 

„31 მარტი ჩემი თანაკლასელისა და სკოლის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგი ლექსები ჰქონდა. ორჯერ ერთად ვიყავით დაჭერილები. მახსოვს, მე, ჯონდო მეტრეველი და ჩვენი ერთი თანაკლასელი ვოვა სიხარულიძე ბაკურიანში ვიყავით, ზვიადიც იქ ისვენებდა, ოღონდ ცალკე, სხვაგან. ვოვა თხილამურებზე სრიალებდა, მე და ჯონდო კი მთელი დღე ვსვამდით. ზვიადი რომ გამოგვივლიდი, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით...“

1956 წლის 9 მარტის სისხლიანი დღის შემდეგ გურამ დოჩანაშვილმა და მისმა მეგობრებმა ორგანიზაცია „გორგასლიანი“ ჩამოაყალიბეს და რუსთველის პროსპექტზე პროკლამაციები გააკრეს. მათ მეგობარ გოგონებს მწარედ დაამახსოვრდათ ბიჭების სასამართლო პროცესი. დარბაზს ერთი ჭუჭრუტანა ჰქონია და მთელი კლასის ბავშვები მონაცვლეობით იყვნენ იმ ჭუჭრუტანას აკრულნი. მაშინ გურამ დოჩანაშვილი ვერ დაიჭირეს, რადგან პროკლამაციების გაკვრის მეორე დღეს მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში იწვა, ციხის ამბები კი მოგვიანებით გოგონებმაც და ბატონმა გურამმაც ჯონდო მეტრეველისაგან მოისმინეს. „ყველანი ცალ-ცალკე საკანში მოათავსეს. ბატონი ჯონდო საკნიდან რომ გაჰყავდათ, ყველა გასასვლელ-გამოსასვლელს იმახსოვრებდა. ასე გამოთვლით, ამოიცნო, ბიჭებიდან ვინ რომელ საკანში იჯდა. 31 მარტს მორზეს ანბანის მსგავსი კაკუნით მიაწვდინა ყველას ხმა, ზვიადის დაბადების დღეაო, დროც „უკარნახა“ და თითოეულმა საკნის სარკმელში ერთდროულად დაიყვირა: „ზვიად, გილოცავ დაბადების დღეს!“

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი