logo_geo
დათო ევგენიძე: მე, გეგა კობახიძეს და ირაკლი ჩარკვიანს ზოგჯერ ერთი გოგოც კი გვყვარებია
- +

28 მარტი. 2019. 16:40

 

რა მოგონებები აკავშირებს დათო ევგენიძეს გეგა კობახიძესთან და ირაკლი ჩარკვიანთან - ამის შესახებ ცნობილი მუსიკოსი გაზეთ „კვირის პალიტრასათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მე და ირაკლი ჩარკვიანი გეგას ყველაზე ახლო მეგობრები ვიყავით. მე უკვე მოსკოვის კონსერვატორიაში ვსწავლობდი და არდადეგებზე რომ ჩამოვდიოდი, გეგა და ირაკლი ყოველთვის აეროპორტში მხვდებოდნენ. ბოლოს მისი ქორწილისთვის ჩამოვედი. ირაკლი აეროპორტში მარტო რომ დამხვდა, გამიკვირდა. მერე იყო ქორწილი... მე და ირაკლის, ცოტა არ იყოს, გვიკვირდა, რატომ იყვნენ მეჯვარეები ის ბიჭები, რომლებსაც არ ვიცნობდით.

 

15-16 წლისები ვიყავით. ერთი გოგო მიყვარდა, რომელიც ლიკანში ისვენებდა. მე, გეგა და ირაკლი  წავედით. დილის 6 საათზე ჩავედით. არ ვიცოდით, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა. ველოდით, საიდან გამოვიდოდა. გავიხედე და დილის შვიდ საათზე ბაბუამისი, ცნობილი აკადემიკოსი, ვიღაც ბიჭთან ერთად გამოვიდა. ბიჭს ვკითხეთ, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა ჩემი შეყვარებული. პასუხად, შენ დათო ევგენიძე არა ხარ, სულ შენზე მელაპარაკებაო. მეც პირდაპირ კოტეჯში მივაკითხე, ეძინა, თავი წამოსწია და რომ დამინახა, შეუძლებელიაო, თქვა და ძილი გააგრძელა - სიზმარი ეგონა. მერე დიდხანს ვისეირნეთ, ერთ ადგილას ხიდი უნდა გადაგვევლო, ფეხი აგვიცდა და ორივენი ტალახში ჩავცვივდით. მე მასთან ერთად დავსეირნობდი, ირაკლი და გეგა კი მოთმინებით მელოდნენ. ასე დავყვებოდით ერთმანეთს. ხშირად ერთი გოგოც კი გვყვარებია, უფრო მე და ირაკლის“,- იხსენებს  დათო ევგენიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი