logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: გესმით, რა დონის ნაძირალაა სააკაშვილი?!
- +

30 მარტი. 2019. 21:49

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საუბრობს სადაც ის „ტროლების ქარხნის ხელმძღვანელად“ მოიხსენიეს. ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ „რუსთავი 2“ იტყუება.  

 

„რუსთავი 2“ ტრადიციულად იტყუება. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს სახელმწიფოს. ამ სისულელეებთან არანაირი კავშირი არ მაქვს, არც ფაბრიკა-ქარხანა გამაჩნია...“- განაცხადა ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა.

 

ყანდიაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის ვიდეომიმართვასაც პასუხობს და სააკაშვილს სამარცხვინოს უწოდებს.

 

„კაგებე“-ს ჯარში ნამსახურევი სააკაშვილი, ჩემზე რომ იტყვის აგენტიაო, რაღაა სალაპარაკო?! სამარცხვინო ტიპია. თავის დროზე რვეულებიც იყო გამოქვეყნებული, სადაც მოსამსახურე ქალბატონი იწერდა და ზედ ქვითრებსაც ურთავდა, მაღაზიიდან პროდუქტები და სანდრასთვის  ჰიგიენური საშუალებები რომ მიჰქონდა. ეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი ფულიდან მიდიოდა. გესმით, რა დონის ნაძირალაა სააკაშვილი?! რაც უნდა მოხდეს, დედამიწის ზურგზე, მაგ კაცს არ მოვასვენებ. სადაც შევძლებ და როგორც შევძლებ, ისე ვამხელ მის არაკაცობას!“- განაცხადა ყანდიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი