logo_geo
გიორგი კეკელიძე: თუ ადამიანი შინაგანად ქართველი არაა, მისთვის ქართველობა უკვე წართმეულია
- +

2 თებერვალი. 2017. 20:27


 

„მორალი და ღირსება ინდივიდუალური ცნებაა, მაგრამ არსებობს ამ ცნების ზოგადი გააზრება და ეს ყველაფერი დაფუძნებულია საზოგადოებრივ შეთანხმებაზე რაღაც სტილის წესრიგსა და მათ შორის კანონმდებლობაზე", - აცხადებს „აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.


„არსებობს შინაგანი მორალი და სინდისი, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს. თუ ადამიანს არ გააჩნია ეს ყველაფერი, ბუნებრივია ჰიპოთეტურად და ვირტუალურად ვერავინ ვერაფერს წაართმევს. თუ ადამიანი არ არის ქართველი, მისთვის ქართველობის წართმევა უკვე მომხდარია. ქართველობაში ვგულისხმობ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს და არა ეთნიკურად ქართველს. ასეთი ტიპის რიტორიკა რეალურად სუსტი ადამიანების გამოგონილია. არ შეიძლება, საზოგადოება ასე ტოტალურ გავლენას ახდენდეს ადამიანზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორც არის სინდისი, თავისუფლება, სახელმწიფოებრივი როლი და ადგილი და ა.შ. წარმოუდგენელია.

 

ეს შენ ან გაქვს სწორედ ოჯახით, საგანმანათლებლო სისტემით, თუ შინაგანი ინტელექტით, ან არ გაქვს. ამიტომ, ვიღაცებისკენ ხელის გაშვერა, მათ შორის 21-ე საუკუნისკენ, რომელიც რიცხვითი ფრაზაა და არავითარ მოცემულობას არ ვგულისხმობ, რადგან მოცემულობას ქმნიან ადამიანები, არასწორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ტიპის პრობლემები დაფუძნებულია საგანმანათლებლო სისტემაზე. ეს სისტემა გულისხმობს ძალიან ბევრ ნიუანსურ პრობლემას, რომელიც მერე იჩენს თავს.

 

ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი მოძრაობით, გარკვეულწილად ვგულისხმობ „ეკვილიბრიუმს", ხელს ვუწყობთ. ჩემი ადგილი არის სწორედ ასეთი ტიპის მოძრაობაში. ვფიქრობ, ეს მოძრაობა ნელ-ნელა უნდა გადაიქცეს სულ მცირე მიბაძვად მაინც ისეთ მოძრაობად, როგორიც იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა. უნდა შევძლოთ გარედან, საზოგადოებრივი აქტიურობით ამ სივრცის შექმნა", - აღნიშნა კეკელიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი