logo_geo
სანდრა რულოვსი პოზიციას იცვლის - წარსულში ბანდფორმირების მეთაურად გამოცხადებული ზვიად გამსახურდია ამჯერად გმირია...
- +

1 აპრილი. 2019. 13:43

 

„დღეს 80 წელი შეუსრულდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას – დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლეს და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, საქართველოსთვის წამებულს, საქართველოს ეროვნულ გმირს. სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გვაქვს სათქმელი ამ დღეს. საქართველოში გაუხსნელია მისი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვიფანტავს ისტორიის გამყალბებლების მიერ ზვიად გამსახურდიას გარშემო აგორებული სიცრუე. ბევრია გასაკეთებელი პირველი პრეზიდენტის ისტორიული როლის ობიექტურად შესაფასებლად და ისე დასაფასებლად, როგორც მის საქართველოს ეკადრება. სამწუხაროა, რომ დიდი დრო გვჭირდება ამისთვის, ძალიან დიდი დრო. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პრეზიდენტებისა და ისტორიული ფაქტების ობიექტური შეფასება გაცილებით დროულად. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ ადრინდელი შეცდომები. ეს დაგვეხმარება იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც ასე გვიგრძელებს ისტორიულ მიზანთან მისასვლელ გზას. ზვიად გამსახურდიას მმართველობას უკავშირდება ორი უდიდესი ისტორიული მოვლენა: 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა – დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე. ამ ორ ისტორიულ აქტს დიდი ბრძოლა და დიდი შრომა უძღოდა წინ, პირველ რიგში პრეზიდენტის. ჩვენც შეუპოვარი ბრძოლით და შრომით უნდა დავამტკიცოთ, რომ ბოლომდე ერთგულები ვართ საქართველოს ისტორიული არჩევანის. ზვიად გამსახურდიას დაფასება, უპირველესად, ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობის გააზრება და იმ ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა, რომელშიც – 1991 წლის 31 მარტს – ერთიანმა საქართველომ ერთხმად აირჩია დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - წერს სანდრა რულოვსი.

 

კარგი იქნება, აქვე თუ გავიხსენებთ ცოტნე გამსახურდიას facebook-სტატუსს, რომელიც მან დაწერა 2016 წელს, როცა რულოვსი მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს:

 

„არ მინდოდა ოჯახის წევრებზე საუბარი, თუნდაც სააკაშვილის... მაგრამ არ ისვენებს ეს სანდრა რულოვსი და ვერ ელევა ძალაუფლებას! ეს ხომ არცაა ოჯახი კლასიკური მნიშვნელობით, ეს უბრალო და ბანალური მაფიაა. უკვე მერამდენედ ცდილობს ეს უსინდისო დედაკაცი, გაასულელოს საქართველო და ითამაშოს ჩვენ სათუთ დამოკიდებულებაზე ქართულად მოჟღურტულე უცხოელების მიმართ.

 

სინამდვილეში იგი არაფრით განსხვავდება ოლეგ ფაცაციას, გაგა მკურნალიძის, ალექსანდრე მუხაძის ან სხვა ჯალათებისგან! ერთ პირად ისტორიას გავიხსენებ: როდესაც ციხეში ვშიმშილობდი (სულ ხუთჯერ ვიშიმშილე, ყველაზე მცირე – 28 დღე იყო), ერთხელ ამ ქალმა წითელი ჯვრის თანამშრომლები გამოგზავნა: ვინმე სილვია ვუსტი, ჰოლანდიელი ამსტერდამიდან.

 

ეს ვუსტი უბრალოდ ინგლისურად მოლაპარაკე აგიტატორივით იქცეოდა. ბოლოს მეკითხება, სხვისთვის ვერაფერს გავაკეთებთ და პირადად რა გინდათო. ხერხემლისთვის ტკივილგამაყუჩებელს თუ შემომიტანთ-მეთქი, რასაც იქ არ მაძლევდნენ… ვერაო. არ გვაქვს უფლებაო. როგორ, მე ვუთხარი, მამაჩემი რომ შიმშილობდა ციხეში, ბავშვობიდან, იმ დროიდან მახსოვს, წითელი ჯვარი როგორ ეხმარებოდა-მეთქი. კარგი, შეგიძლიათ აქაური ადმინისტრაცია აიძულოთ, მომცენ წამალი-თქო? არც ეგ შეგვიძლიაო. პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის მესამე მხარისათვის გადაცემის უფლება არა გვაქვსო. აბა, რისთვის ხართ, გარდაცვალების მოწმობის შესადგენად-მეთქი?! გაჩუმდა. მერე მეუბნება: დაგვიწერეთ მიმართვა პირველი ლედის სახელზე და ვეცდებითო.

 

ეს იყო ამ გარეწარი დედაკაცის „ჰუმანიზმი“! მიშას რომ თვალებში ჩახედავ, ჯერ ის გააკეთებინე, რომ მორიგ „პრაშმანდოვკაზე“ არ გაგცვალოს, და მერე დაგვაბოლე ჩვენ შენი ენისმოჩლექით!“

 

და კიდევ ერთი: „90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ორი არაფორმალური ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებდა და, ორივეს ძარცვასა და ტერორში ჰქონდა ხელი გასვრილი. ერთი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა (საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1994 წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სამეგრელოში)…“ – ამონარიდი წიგნიდან: „იდეალისტის ნაამბობი“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი