პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგრც ჩუგოშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის დამატებითი მოტივაციის საგანი უნდა აგხდეს.
„ოკუპირებულ ტერიტორიზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის ეს დამატებითი მოტივატორი უნდა გახდეს და გაუჩნდეთ სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანისკენ, ჩვენი ერთიანობისკენ, სუვერენიტეტისკენ და ტერიტორიული მთლიანობისკენ გადაიდგას ნაბიჯები" , -განაცხადა ჩუგოშვილმა.