logo_geo
გურამ შეროზია: ცოლს გავშორდი, თუმცა, ჩვენი ოჯახური ურთიერთობა ხანმოკლე სულაც არ ყოფილა, 2 წელი ვიცხოვრეთ ერთად
- +

5 აპრილი. 2019. 13:24

 

 

დაშორდა თუ არა ცოლს გურამ შეროზია და რითაა ის დაკავებულია ბლოგერობის გარდა - ამის შესახებ ტელეწამყვანი და ბლოგერი  ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ცოლს გავშორდი. ჩვენი ოჯახური ურთიერთობა ხანმოკლე სულაც არ ყოფილა, 2 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მანამდე კი წელიწადნახევრიანი შეყვარებულობის პერიოდი გავიარეთ. ძალიან ბევრი კარგი მომენტი იყო ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე კარგი რაღაცებიც კი ოდესმე მთავრდება. როცა ურთიერთობა ამოიწურება, კომფორტზე მეტად დისკომფორტი იჩენს თავს, ბუნებრივია, ჯობია, დაშორდე.

 

ჩემზე ბევრი სტერეოტიპული შეხედულება არსებობს. სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ ჩემს მოგზაურობებს ხედავს და არავინ ფიქრობს, რომ ამ მოგზაურობისთვის ფულს შოვნა უნდა. ამიტომ ხშირად ამბობენ, რომ ფულიანი საყვარელი მყავს, რომელიც მანებივრებს და ათასი მსგავსი სისულელე. რეალურად კი ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ვიმოგზაურო. 7 წელია ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. მარკეტინგული კონსალტინგით ვარ დაკავებული, მაქვს საკუთარი ტურისტული ბიზნესი, რომლის საშუალებითაც დამყავს ტურისტული ჯგუფები და მათთან ერთად მეც ვმოგზაურობ. რაც შეეხება ბლოგს, თუ აქამდე ეს იყო ჰობი, ახლა შემოსავლის წყაროდაც ვაქციე“, - აღნიშნავს გურამ შეროზია.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი