logo_geo
„უცნობი“: „დაიცავი საქართველო“ ცოცხლდება და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
- +

7 აპრილი. 2019. 14:53

 

„13 აპრილს, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ყრილობას გამართავს“, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

როგორც გია გაჩეჩილაძე გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, „დაიცავი საქართველო“, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძეა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

 

„ორგანიზაცია „დაიცავი საქართველო“ ცოცხლდება. 13 აპრილს, ფილარმონიაში, ყრილობას გავმართავთ და ვაპირებთ, საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკურ პარტიად ჩამოვყალიბდეთ, გარს პროგრესული, ეროვნული საზოგადოება შემოვიკრიბოთ და ჯანმრთელი ოპოზიცია შევქმნათ. შეიძლება, ეს სწორედ ის ძალა აღმოჩნდეს, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, რომლის ლიდერი „უცნობის“ ძმა, ლევან გაჩეჩილაძეა, 2009 წლის 10 ივლისს დაფუძნდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი