logo_geo
შალვა ოგბაიძე: ნასვამი მძღლის მიმართ მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს
- +

3 თებერვალი. 2017. 16:46


 

„ნასვამი მძღლის მიმართ მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს. მე ვიცი კაცი, რომელიც ორ ლიტრ ღვინოს დალევს და არც საჭე ეშლება და ფეხიც არ ერევა. ასევე, ვიცი ადამიანი, ნახევარ კათხა ლუდს დალევს და მაგარი მთვრალია, საჭესთან არ მიიშვება", - ამის შესახებ საქართველოს საავდტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე „ალიას" ესაუბრა.


მომრავლებული საავტომობილო შემთხვევის გამო, შალვა ოგბაიძე ნასვამი მძღოლების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს. მისი თქმით, ნასვამი მძღოლის დაფიქსირებისას, მას უნდა ჩამოერთვას მოწმობა 6 თვით, ჯარიმაც გადაიხადოს და ხელახლა ჩააბაროს გამოცდა.


„ადრე საპატრულო პოლიციას ჰქონდა ჩინური ალკოტესტები, ხარვეზიანი იყო და სრულიად ფხიზელ ადამიანს უნთებდა, ახლა აქვთ ბევრად უკეთესი ალკოტესტები და თუ დადგენილ ნორმაზე (0,2 პრომილე) მეტი ალკოჰოლი აქვს მიღებული მძღოლს, მაშინ ანთებს.

 

ჩვენ მარტო იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, რამდენი აქვს დალეული ადამიანს, იმაზეც, რამდენად ადეკვატური, ფსიქომოტორულია ეს მძღოლი. შესაძლოა, ალკოტესტმა სიმთვრალე არ დაადასტუროს, მაგრამ პატრულის თანამშრომელი ხედავს, რომ მძღოლი აშკარად მთვრალია. ასეთ დროს მას ფსიქოტესტები უნდა ჩაუტარდეს, ის უნდა გაატარონ სწორ ხაზზე, თითი უნდა მიიტანოს ცხვირთან და არის სხვა მეთოდებიც. რამდენიმე ცდაზე ვერ გაიარა სწორ ხაზზე? ვერ მიიტანა ცხვირთან თითი? მთვრალია და მორჩა. უნდა შედგეს ოქმი, შესაბამისი საჯარიმო სანქციები უნდა დაეკისროს", - აღნიშნავს ოგბაიძე.


მისივე თქმით, ჩამორთმეული მართვის მოწმობისთვის მძღოლმა გამოცდა მხოლოდ იმ ნაწილში უნდა ჩააბაროს, სადაც ყველაზე ბევრი დარღვევა აქვს.


„ეს თემა დეტალურად აღარ გავშალე და ახლა დავაკონკრეტებ. მე არ ვითხოვ, ნასვამ მძღოლს დაეკისროს გამოცდების უპირობოდ ხელახლა ჩაბარება. მან უნდა ჩააბაროს იმ ნაწილში, სადაც ბევრი დარღვევა აქვს.  გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობაზე აქვს ბევრი ჯარიმა გამოწერილი? ამ ნაწილში უნდა ჩააბაროს გამოცდა. ასეა ევროპის ბევრ ქვეყანაში და ეს ჩვენც უნდა დავნერგოთ", - აცხადებს ოგბაიძე. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი