logo_geo
„რულოვსი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა, დღეს საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული და „ოსანას“ უმღერის სამეგრელოს“
- +

9 აპრილი. 2019. 12:22

 

 

„სანდრა რულოვსის შავბნელი საქმიანობის შესახებ პროკურატურას პირადად შევთავაზე ოქროს მოწმის მიყვანა, მაგრამ თავი აარიდეს“, – ამის შესახებ უფლებადამცველი ალექსანდრე ახალკაცი, რომლის რეალურ ისტორიაზე „ჰეროკრატიის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სერია შეიქმნა, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

იგი რამდენიმე კვირის წინ განსასჯელის სკამზე სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ტაქსის მძღოლს გამოესარჩლა. 4 აპრილს კი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 1500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

ალექსანდრე ახალკაცი გამოცემასთან წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ ის ბრძოლას სტრასბურგამდე გააგრძელებს:

 

„სანდრა რულოვსის შავბნელი საქმიანობის შესახებ პროკურატურას პირადად შევთავაზე ოქროს მოწმის მიყვანა, მაგრამ თავი აარიდეს. ქალბატონი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა, დღეს საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული და „ოსანას“ უმღერის სამეგრელოს. ჩემი შეთავაზება პროკურატურისადმი მოწმის შესახებ ძალაში რჩება, მაგრამ ვინ მოინდომებს ამას. სად არის ე.წ. ნიბკა -პაჭკორია, რომელიც სისხლის ტბებს აყენებდა ციხეებში. დააკავეს თუ არა, იმავე დღეს გამოუშვეს გირაოს სანაცვლოდ ციხიდან! ცოცხალი ადამიანი რომ მორგში ვიწექი, ციხის დირექტორი მაშინ ხათუნა კალმახელიძე იყო, მაგრამ დღეს ეს ქალბატონიც არხეინად დანავარდობს გარეთ. სამართალი რომ იყოს, წესით, კარგა ხნის წინათ უნდა ჩაესვათ ციხეში – პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას“, – აცხადებს ალექსანდრე ახალკაცი, რომელმაც ყოფილი ხელისუფლების დროს საპატიმროდან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო და წარმატებით ჩააბარა.

 

 

„დიახ, მე ის ალექსანდრე ახალკაცი ვარ, რომელმაც რეჟიმთან ბრძოლას საკუთარი ოჯახის წევრები შევწირე. ის ალექსანდრე ახალკაცი ვარ, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიცვალებულებზე მიმაჯაჭვეს და ვერ გამტეხეს. ის ალექსანდრე ახალკაცი ვარ, „ადინოჩკაში“ მყოფმა ციხიდან ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და მიშას კონსტიტუცია დავარღვევინე“, – აცხადებს ყოფილი პატიმარი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი