logo_geo
გიორგი გიგაური: სააკაშვილო, სანამ სანდრა ზუგდიდის მერობის არჩევნებზე წავა, ბარემ აღიარე მისი „მფატრავობა“
- +

9 აპრილი. 2019. 15:50

 

რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუში და რაში იყვნენ ჩართულები სააკაშვილი და მისი მეუღლე - ამასთან დაკავშირები გაზეთ „ასავალ - დასავალში“ გიორგი გიგაურის სტატია გამოქვეყნდა.

 

„როდესაც სააკაშვილი გვარამიასთან ინტერვიუს დროს თავს იმართლებდა, ჩემი პრეზიდენტობა მკვლელებისა და კრიმინალური ბანდის - მაფიის ბოსობა არ იყოო, სააკაშვილმა ასეთი „არგუმენტი“ წამოროშა - „მერე რა, აგერ, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს“! დიახ, სააკაშვილს, ისე, რომ არავის (მათ შორის მის პამპერს გვარამიასაც კი) არ უხსენებია პატიმრების გაუპატიურების საკითხი, თავად წამოსცდა ეს „არგუმენტი“. რაც ასე ითარგმნება: დიახ, ჩემი პრეზიდენტობისას აუპატიურებდნენ პატიმრებს, მაგრამ მერე რა, აგერ, ამერიკაში, პენსილვანიაში, ეს მუდმივად ხდებაო!

 

ახლა ველი, მიშა როდის აღიარებს, მაგალითად, როგორ იყვნენ ჩართულები ის და მის მეუღლედ წოდებული ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საერთაშორისო დანაშაულებრივ სქემებში! ჯერ მხოლოდ საქართველოს ციხეებში, ხოლო ამ ურჩხულების საქართველოდან გაპანღურების შემდეგ უკვე უკრაინაშიც უამრავი მოკლული სამხედრო პირია ნაპოვნი შინაგანი ორგანოების გარეშე! ასე რომ, სააკაშვილო, სანამ სანდრა ზუგდიდის მერობის არჩევნებზე წავა, ბარემ აღიარე მისი „მფატრავობა“. მოკლედ, სანდრა- მფატრავი და მიშა-დარდაკა“,- წერს  გიორგი გიგაური.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი