logo_geo
დათო დარჩია: არც კინოშია ფული და არც - თეატრში... დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ…
- +

9 აპრილი. 2019. 17:42

 

რატომ გადაწყვიტა დათო დარჩიამ სახლის გაყიდვა და აქტიური სამსახიობო კარიერის მიუხედავად მაინც აქვს თუ არა ფინანსური პრობლემები - ამასთან დაკავშირებით მსახიობი ჟურნალ „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ორი სახლი მაქვს და ნახევარ-ნახევრებს ვყიდი, ერთი ნახევარი უკვე გავყიდე. ამან ოდნავ მომიგვარა პრობლემები, რომლებიც ძირითადად, ვალებს უკავშირდება. ყველაფერს ვყიდი, თუ გაიყიდა, მაგრამ მყიდველიც ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფასად ვყიდი. უფრო ახალი ბინები იზიდავთ, კაცმა რომ არ იცის, რითაა აშენებული. სახლი თუ გავყიდე, ყველაფერს დავალაგებ და მერე ვიზრუნებ წასვლაზე. თუ ვიზა ჩამირტყეს, კი არ წავალ, გავიქცევი ამ ქვეყნიდან. ჩემი გულის პატრონი ძლიერ დატვირთვას ვერ გავუძლებ, მაგრამ რაც შემიძლია, არ ვიუკადრისებ.

 

არც კინოშია ფული და არც - თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. აქამდე ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. მათხოვარს კინოში ვინ მოგცემს მილიონებს. ვიღაცები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. არაფერიც არაა კარგად, ყველაფერი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან“,- აღნიშნავს დათო დარჩია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი