logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ...
- +

9 აპრილი. 2019. 22:50

 

„2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „პირისპირ“-ის ეთერში ტელეწამყვან ირაკლი ჩიხლაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

ირაკლი ჩიხლაძე: მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ შიგნით არ იყო პრობლემა, გარე ძალებიდანაც ხდებოდა ჩარევა სხვა ქვეყნებიდან და კონფლიქტის გაღრმავება შიგნით. გარედან მართული დაპირისპირების რისკი დღესაც არსებობს?

 

„არანაკლები ვიდრე მაშინ. ეს ყოველთვის არსებობს და არსებობს არამარტო ქართული სახელმწიფოსადმი არამედ ყველა სახელმწიფოს აქვს მსგავსი საშიშროებები. ამას სჭირდება შიდა დარაზმულობა, როდესაც შიდა განხეთქილებაა, როდესაც თვითონ ერი, საზოგადოება ვერ ახერხებს შეთანხმებას, გარე ძალები ამ შემთხვევაში ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ნახულობენ იმისთვის, რომ მოახერხონ და დააზიანონ ქვეყანა. ჩვენ სამწუხაროდ ჩვენივე გამოუცდელობით მოვახერხეთ, რომ ამ პერიოდში, 1921 წელს ვგულისხმობ, პრაქტიკულად დავანგრიეთ ეკონომიკა სამოქალაქო ომის დროს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ.

 

„იმის შემდგომ, ჩვენ მოვახერხეთ და 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა. შესაბამისად საგარეოზე და გარე მტერზე ამის მიბრალება, ალბათ არასწორი იქნება. შეგვიძლია გადაწყვეტით გითხრათ , რომ დღეს არანაკლებია მცდელობები გარედან, მაგრამ თუ შიგნით ხელისუფლება ახერხებს, საზოგადოებასთან ერთად ახერხებს შეთანხმებას ძირითად ფასეულობებზე , თუ ემოციას სჭარბობს განსჯა და რაციონალიზმი, ამის მაგალითი გახლავთ, ჩვენ უკვე მეშვიდე წელიწადია სტაბილურად ვახერხებთ ყველა მიმართულებით განვითარებას, გარე მტერი ვერაფერს ვერ დაგაკლებს. ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის, ისტორიასაც თუ შევხედავთ ჩვენსას, იყო შიდა ღალატი, შიდა შეუთანხმებლობა და ერთმანეთთან გაურკვევლობა. ჩვენი ყველა დიდი პრობლემა ძირითადად აქედან მოდიოდა, თუმცა იყო მტრების შემოსევაც, რასაც შინაური ერთობაც ვერ უძლებდა, ასეთი წლებიც გვახსოვს ისტორიაში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც და წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ 30  წელს განვიხილავთ და დღევანდელობასაც, საჭიროა რომ მახვილი გონებით კარგად გავიაზროთ, კარგად დავითვალოთ ჩვენი რესურსები, ჩვენი შესაძლებლობები და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოვახერხოთ გარკვეული რეფორმების გატარება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი