logo_geo
ბიძინა ივანიშვილი, ხუხაშვილს, უსუფაშვილსა და სანიკიძეს „ნაციონალებთან“ გარიგებაში ადანაშაულებს
- +

10 აპრილი. 2019. 00:30

 

„შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, ახლა შეიძლება დავიჯეროთ?!“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, 2012 წელს მან ყველა გააერთიანა, თუმცა დრომ აჩვენა ყველაფერი.

 

„გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი ისტორია, გავიხსენოთ შალვა შავგულიძე, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ გუნდი წევრი, გავიხსენოთ გუბაზ სანიკიძე, გია ხუხაშვილი, დავით უსუფაშვილი. აბა ნახეთ გია ხუხაშვილი როგორ ასხამს დღეს ხოტბას სააკაშვილს. გუბაზ სანიკიძე საერთოდ მათი მხარდამჭერია. ესენი ოპოზიციაში იყვნენ? უსუფაშვილმა, რომელმაც რევოლუციური სცენარი დაუწერა „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებს შორის შუალედში, დეკემბერში, რომელიც კონსტიტუციონალისტობაზე დებს თავს. შალვა შავგულიძე ნახეთ, დღეს ის „ნაცებით“ ირჩევა. ეს კაცი იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის ჩვეულებრივი თამაში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ოდესღაც მქონდა ეჭვი, რომ მას გამორჩა და დაავიწყდა რომ აპელაციაში შეეტანა.

 

დღეს ეს კაცი „ნაციონალური მოძრაობით“ ირჩევა. ეს გვარები ვინც ჩამოვთვალე ყველა გუნდის წევრები იყვენენ და დრომ აჩვენა, რომ ესენი ოპოზიციონერები იყვნენ? დავიჯეროთ, რომ დღეს ვინც ხოტბას ასხამენ სააკაშივლს, ხუხაშილი ოპოზიციაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინ, როცა ჩვენი გუნდის წევრობა მოახერხა? შესაბამისად, დაველოდოთ დროს. მე არ მინდა რამეზე მივანიშნო. შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილზე გავიხსენე ის, რაც დაასაბუთა დრომ. გუბაზ სანიკიძე დავიჯეროთ რეალურად ოპონირებდა მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“? ჩვენ მაშინ მოვახერხეთ ყველა ძალის გაერთიანება. გამარჯვების შემდგომ, ვინც ზედაპირზე იდო და „ნაციონალებთან“ თანამშრომლობდა, მათზე უარი ვთქვით. მაგრამ ვინც შეიძლებოდა დაგვეჯერებინა, რომ ესენი რეალურად იბრძოლებენ სახელმწიფოს განვითარებისთვის, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი