logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საამაყო ფურცელი ისტორიაში
- +

10 აპრილი. 2019. 01:15

 

„ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოში უნდა დაიწყოს ქართული ფილმების, სერიალების,  მათ შორის, ისტორიული სერიალების გადაღება.

 

„ჩვენ გვაქვს უნიკალური ისტორია. უცხოელებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოზე ვესაუბრებოდი, დააფიქსირეს, რომ სულ ვამაყობდი ჩვენი უწყვეტი ისტორიით, ჩვენი უწყვეტი კულტურით, ჩვენი იდენტობით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საამაყო ფურცელი ისტორიაში. ამ მდარე სერიალებით ჩვენ მივდივართ იქ, რომ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ მთლიანად. შესაბამისად, მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს, მათ რიცხვში დაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს „ქართუ“ ფონდი. კინოწარმოება უნდა აღორძინდეს, მათ რიცხვში სერიალებიც, ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები, რომლებითაც არ ვიცი, რას მივიღებთ შედეგად. ჩვენ გადავდგამთ მკვეთრ ნაბიჯებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი