logo_geo
„უფლებადამცველი“ რესპუბლიკელებისთვის კანონი იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიონ
- +

10 აპრილი. 2019. 14:01

 

პარლამენტარებო! აღვადგინოთ სამართლიანობა!

 

 

2015 წლის თებერვალში გამართულ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ - რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა, მხარდაჭერის მიზნით, უმრავლესობის წევრებთან არაერთგზის მოლაპარაკების შემდეგ, იურიდიული კომიტეტის (თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც კანონდარღვევებზე შეგნებით დახუჭა თვალი) მიერ პარლამენტს წარუდგინა და შემდგომ აარჩევინა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილის, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის თანაშემწის მეუღლე, იმდროინდელი რესპუბლიკელი მერაბ ქათამაძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად. ამ არჩევანით საქართველოს პარლამენტმა ნებსით  თუ უნებლიეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არალეგიტიმურად აქცია.

 

რაში გამოიხატება კანონდარღვევები და აქედან გამომდინარე არალეგიტიმურობა?

 

2013 წელს პარლამენტის დეპუტატებმა, რესპუბლიკელებმა - თინა ხიდაშელმა და თამარ კორძაიამ საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ მე-9 და მე-11 მუხლებში შეიტანეს ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატთა (აპლიკანტთა) შესარჩევად ისეთ პუნქტებს, როგორიცაა, უპარტიობა:

 

მუხლი 11 -1. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:   ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი; (იმ დროისთვის მერაბ ქათამაძე რესპუბლიკური პარტიის წევრი და პარტიის  ალმანახის რედაქტორი გახლდათ);

 

რაც შეეხება კომისიის წევრობის კანდიდატთა  სპეციალობის ჩამონათვალს:

 

მუხლი 9 - 6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს ადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე. მმართველობითი თანამდებობის მიკუთვნებულ პირთა ჩამონათვალი სპეციალური კანონითაა გაწერილი; მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებრივი ცნობადობაც საფუძველს მოკლებულია...    

 

მაუწყებლობის კანონში აღწერილი ყველა ზემოაღნიშნული მოთხოვნა უხეშადაა დარღვეული მერაბ ქათამაძის, როგორც კომისიის წევრის  მიმართებაში.

 

აპლიკანტი მერაბ ქათამაძის მასალები, რომელიც განიხილა საქართველოს პრეზიდენტის იურიდიულმა და ადმინისტრაციულმა სამსახურებმა, არც კი უნდა გადაგზავნილიყო პარლამენტში განსახილველად, მაგრამ...

 

კომისიის ლეგიტიმურობის აღდგენისა, და ზოგადად სამართლიანობისთვის, საჭიროა პარლამენტმა დაუყოვნებლივ დააყენოს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით კომისიის წევრის - მერაბ ქათამაძის იმპიჩმენტის საკითხი.

 

მით უმეტეს, რომ ასეთი პრეცედენტი უკვე მოხდა 2013 წელს, საქართველოს პარლამენტმა  კომისიის ყოფილი წევრი კარლო კვიტაიშვილი, მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირების მოტივით გააიმპიჩმენტა.

 

პარლამენტარებო! აღვადგინოთ სამართლიანობა!

 

 

 

ავტორი: დავით ქავთარია

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი