logo_geo
ლელა კაკულია: ჩემი შვილი 5 წლის იყო, როცა დავინახე, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა
- +

12 აპრილი. 2019. 13:36

 

 

ურჩია თუ არა  ლელა კაკულიამ თავის ქალიშვილს  პოლიტიკაში წასვლა და როგორი სიძე უნდა მას - ამასთან დაკავშირებით ქართველი წინასწარმეტყველი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემი შვილისათვის პოლიტიკაში წასვლა არ მირჩევია. თაკოს ძალიან დიდი ენერგია აქვს. ცდილობს, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტოს და თავისი სახელი დაარქვას. ჩემი შვილი 5 წლის იყო, როცა დავინახე, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პოლიტიკას გაჰყვებოდა და თავის სამშობლოს ძალიან დიდ წარმატებას მოუტანდა. ამიტომ გადავწყვიტე, ევროპაში, ინგლისში გამეშვა სასწავლებლად. ინგლისი ხომ ცოდნის აკვანია. 6 წელი იცხოვრა იქ და არაფერი დაგვიკლია. ჯერ 22 წლის არის.

 

ჩემი მომავალი სიძე განათლებული ადამიანი უნდა იყოს. ლამაზი სული უნდა ჰქონდეს. ვიცი, როდის გათხოვდება, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. გათხოვდება და სამი შვილი ეყოლება. სიძეც ძალიან კარგი პიროვნება იქნება - ძალიან სიმპათიური და ელეგანტური“,- აღნიშნავს ლელა კაკულია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი