logo_geo
ლელა კაკულია: 16 წლის ვიყავი, როცა ვიწინასწარმეტყველე, რომ 40 წელს გადაცილებულს ცისფერთვალა გოგონა გამიჩნდებოდა
- +

13 აპრილი. 2019. 12:12

 

რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 16 წლის ასაკში და რა უნარები გამოუმუშავა მან თავის შვილს - ამასთან დაკავშირებით ქართველი წინასწარმეტყველი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„16 წლის ვიყავი, როცა ხმამაღლა ვთქვი, 40 წელს რომ გადავცილდები, ცისფერთვალება გოგონა გამიჩნდება, რომელიც მეორე ლელა იქნება-მეთქი. 43 წლის ასაკში მართლაც გავაჩინე ჩემი თაკო. ჩემმა რედაქტორმა, ირმა გელაშვილმა მითხრა, ცოტა მეშინია, თაკოსთვის რაღაც უნდა მეკითხა და სანამ ვკითხავდი, ისეთი რაღაც თქვა, მეგონა, ჩემ წინ ლელა კაკულია იჯდა, ასე უკვე რამდენჯერმე მოხდაო. ვუპასუხე, რატომ ხარ დაფეთებული, ჩემი შვილია-მეთქი.

 

თაკოს ავუყვანე მასწავლებელი, რომელიც ისტორიას, ქართულ ენას, მეტყველებას, მოქცევას ასწავლიდა. ყველგან ვატარე. შესანიშნავად უკრავს, მუსიკალური სასწავლებელიც დაამთავრა. თაკუნა ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო. ახლა ამერიკაში უნდა წავიდეს. ჩამოვიდა ინგლისიდან და „ჯიპაც“ დაამთავრა“, - აღნიშნავს ლელა კაკულია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი