უფრო ხშირად რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენლები - ამასთან დაკავშირებით ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„ასტროლოგიისა და მედიცინის თანამშრომლობის შედეგად, ძირითადი ასტროლოგიური კანონების გათვალისწინებით, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით აშკარაა შემდეგი სახის იმუნოდეფიციტი:
1.ვერძებს ყველაზე ხშირად აკლიათ D და E ვიტამინი;
2.კუროებს - H (ბიოტინი) და K ვიტამინი;
7.სასწორებს - A და K ვიტამინი;
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მშვილდოსნებსა და თევზებს ხშირად შეეშინდებათ ავიტამინოზის, ამიტომ აუცილებელია ვიტამინების დამატებითი მიღება. ვიტამინთა ათვისებისა და სინთეზის პროცესში უმთავრეს როლს ასრულებს ქალწულის ზოდიაქოს ერთ-ერთი მფარველი და მმართველი უჩინარი პლანეტა პროზერპინა. შესაბამისად, ზოდიაქოს ნიშანთა შორის ვიტამინების დეფიციტით ორი ნიშანი ხასიათდება. ესენია, როგორც მოგახსენეთ, მშვილდოსანი, სადაც პროზერპინა ვარდნას განიცდის და თევზები, სადაც პროზერპინა ტყვეობაშია“,- აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.