logo_geo
ნათელა სეფიაშვილი: შვილი რომ დავკრძალეთ, ჭრელაჭრულა ტანსაცმელი ჩავიცვი...
- +

13 აპრილი. 2019. 12:17

 

როდის დაიწერეს ჯვარი გურამ დოჩანაშვილმა და ნათელა სეფიაშვილმა და როგორ გადაიტანეს მათ შვილის გარდაცვალება - ამასთან დაკავშირებით გურამ დოჩანაშვილის მეუღლე ჟურნალ „სარკესთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ქორწინების 50 წელი რომ შეგვისრულდა, მამა ელისემ გვკითხა, ბოლოს და ბოლოს, ჯვარი არ უნდა დაიწერეთო? უცებ გადავწყვიტეთ ჯვრისწერა. მეჯვარეებიც იქვე, ტაძარში იყვნენ. არავისთვის გვითქვამს და არც სუფრა გაგვიშლია. ადრეც გვინდოდა ჯვრის დაწერა, მაგრამ იმდენი რამე გადავიტანეთ, ისეთი რთული პერიოდები გვქონდა, ამისთვის სად გვეცალა.

 

ჩვენი შვილი ირაკლი რომ გარდაიცვალა, მაშინ გურამი წერდა მოთხრობას „ჩვეული ბედნიერებანი“. როცა ირაკლი დავასაფლავეთ და სახლში მივედით, გურამი რომ ემოციებს ჭკუიდან არ გადაეყვანა, ჩავრთე ტელევიზორი და ჭრელაჭრულა ტანსაცმელი ჩავიცვი. აგვისტო  იყო და ფანჯრები ღია გვქონდა. ხალხმა ალბათ იფიქრა, გიჟების ოჯახიაო, რადგან შვილი დავასაფლავეთ და ჩვენი სახლიდან ჯაზის ხმა გადიოდა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ გურამს თავისი „ჩვეული ბედნიერებანი“ დაემთავრებინა, თორემ რომელი დედა იზამდა ასე?! ყველას ავუკრძალე წუწუნი და შავების ჩაცმა, რომ გურამს ემუშავა“,- აღნიშნავს ნათელა სეფიაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი