logo_geo
ჯულიანა ბარგნარი: მიხარია, რომ პარკეტზე კონკურენციის მიუხედავად, მე და სალომე ერთმანეთის მიმართ ადამიანურები ვართ
- +

13 აპრილი. 2019. 12:50

 

მიიჩნევს თუ არა ჯულიანა ბარგნარი, სალომე ჭაჭუას კონკურენტად და რა ჭორები სმენია მას საკუთარ თავზე. ამასთან დაკავშირებით მოცეკვავე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„როცა გავდივართ შეჯიბრებებზე და ერთმანეთს ვეჯიბრებით, მაშინ აუცილებლად მივიჩნევ სალომე ჭაჭუას კონკურენტად, მაგრამ პიროვნულად - რა თქმა უნდა, არა. ჩვენ არ გვაქვს გადაკვეთის წერტილები და ახლო მეგობრობა არ გვაკავშირებს, მაგრამ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მიხარია, რომ პარკეტზე კონკურენციის მიუხედავად, ერთმანეთის მიმართ ადამიანურები ვართ.

 

სოციალურ ქსელში დიდ დროს არ ვატარებ, მით უმეტეს, კომენტარებს არ ვკითხულობ ან კიდეც რომ წავიკითხო, ვთვლი, რომ ეს იმ ადამიანის აზრია და მორჩა. სხვებზე არასოდეს ვჭორაობ, არ მიყვარს, როდესაც ადამიანი კარგად არ იცნობს ვიღაცას და მასზე თავის აზრებს თამამად გამოთქვამს ან წერს. ახლო მომავალში უფრო რეალიზებული ვიქნები, უფრო მეტ მიზანს მივაღწევ. მსურს ჩემი დაფარული ნიჭების განვითარება. კარგად ვხატავ და ძალიან მინდა, იმ დონემდე განვავითარო ეს უნარი, რომ მეც კმაყოფილი დავრჩე შესრულებით“,- აღნიშნავს ჯულიანა ბარგნარი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი