logo_geo
დეკანოზი გრიგოლი: იცის ვინმემ, რამდენი ცრემლი დაუღვრია უწმინდესს ნაციონალების გამო?
- +

4 თებერვალი. 2017. 13:02




„უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მძვინვარების დროს ჩვენ, საეკლესიო პირები, ვიყავით ნული", - ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის სულიერი მოძღვარი და წმინდა იოანე მხედრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გრიგოლი (გოგიჩაძე) „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.


დეკანოზმა გრიგოლმა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ პერიოდში სასულიერო პირები ერთად რომ დამდგარიყვნენ, „ნაცმოძრაობა" ქვეყნის მართვის სადავეებს უფრო მალე დაკარგავდა.


„როგორ, ეს არაადამიანები, ეს დაცემული ხალხი ერს ამ დღეში ამყოფებოდნენ და ჩვენი რიგებიდან ვინმეს თავი არ უნდა დაედო და იმ სატანურ ხელისუფლებას არ უნდა შეწირვოდა? სასულიერო პირები რომ მაგრად დავმდგარიყავით, სააკაშვილი საქართველოს ამდენ ვნებასა და უბედურებას ვერ მოუტანდა! როცა ამას ვამბობ, პირველ რიგში, ჩემს თავს ვგულისხმობ.

 

ისეთი სიტუაცია შექმნეს, იმდენი ხალხი ჩანერგეს და გადაიბირეს, ღმერთმა იცის, პატრიარქი რა დღეში ჰყავდათ! პატრიარქი მაგას არასდროს იტყვის, მაგრამ იცის ვინმემ, რამდენი ცრემლი დაუღვრია უწმინდესს მაგათ გამო?

 

სააკაშვილის დროს ჩემთვის ყველაზე ბედნიერება იყო ის, რომ ყველაზე უფრო გაჭირვებულ ადამიანს, ქალბატონ ირინა ენუქიძეს გვერდით ვედექი! მადლობა უფალს ამისათვის, რომ ქალბატონმა ირინამ სწორედ მე შემარჩია თავის სულიერ მოძღვრად... კარგად მესმოდა ქალბატონი ირინასი, რადგან ჩემი ძმაც სხვისი ხელით არის მოკლული, დედაჩემიც შვილმკვდარი დედაა და თვითონ ვარ ჭირნახული კაცი... ხომ გახსოვთ, რა დღეში იყვნენ და რას ბედავდნენ - ირინას დაკრძალვაზე პატრიარქიც არ მოუშვეს!.. უწმინდესი იყო საშინელ განსაცდელსა და რეჟიმში", - აცხადებს დეკანოზი გრიგოლი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი