logo_geo
ტრისტან წითელაშვილი: უკრაინაში სააკაშვილის ჩამოსახრჩობი ყულფი უკვე გაინასკვა!
- +

16 აპრილი. 2019. 16:38

 

 

„ქართველმა „ბოევიკებმა“, რომლებიც 2014 წლის თებერვლის ბოლოს კიევში მაიდანზე მიმდინარე  აქციის მონაწილეების დახვრეტაში მონაწილეობდნენ, რამდენიმე დღის წინათ მინსკში ჩემი თანდასწრებით ნოტარიუსს დაამოწმებინეს აღიარებითი ჩვენებები, რომელშიც სისხლისღვრის დამკვეთად და ბრძანების გამცემად მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

„მინსკში სპეციალურად ამ პროცედურაზე დასასწრებად გავემგზავრე. ჩემ გარდა ჩვენებების დამოწმებას ქართველი ყოფილი ზონდერების ადვოკატებიც ესწრებოდნენ. ალექსანდრე რევაზიშვილი, გიორგი ბეჟიტაშვილი, ცეზარ ბაჯელაძე და კობა ნერგაძე -ესენი ის მებრძოლები არიან, რომლებმაც ორიოდე წლის წინათ იტალიისა და ისრაელის ტელევიზიების  ჟურნალისტებთან საჯარო ინტერვიუში ისაუბრეს მაიდნის მოვლენების ანატომიაზე და ფარდა ახადეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ  და ამაზრზენ დანაშაულს, რომ კიევის ხუნტა ხელისუფლებაში  საკუთარი მომხრეებს დახვრეტის ხარჯზე მოვიდა!

 

ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში ის გახლავთ, რომ მიტინგის დახვრეტის ოპერაციის მომზადებაში უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსანდრე ტურჩინოვთან, რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილე ანდრეი პარუბისთან, რადას დეპუტატ სერგეი პაშინსკისთან , ამჟამინდელ გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოსთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილი! წინასწარ გამიზნულად, ამ დანაშაულის განსახორციელებლად კიევში ორიოდე თვით ადრე პირადად სააკაშვილის მითითებით ჩაიყვანეს ქართველი „ბოევიკები“ და ცეცხლის გხსნის შესახებ ბრძანების ერთ-ერთი გამცემიც სწორედ სააკაშვილი გახლდათ.

 

ქართველი „ბოევიკების“ ჩვენებების საფუძველზე უკრაინაში, როგორც იქნა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მალე გამოძიება დასრულდა და საქმე სასამართლოს გადაეცემა. ფაქტობრივად, სააკაშვილის ჩამოსახრჩობი ყულფი უკრაინაში უკვე გაინასკვა და ვინც არ უნდა მოვიდეს უკრაინის ვერტიკალში, ამ რეალობის გათვალისწინება მოუწევს!“ -განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი