logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: დადგება მომენტი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ისევ შემოაბიჯებს!
- +

4 თებერვალი. 2017. 14:27




„საქართველო ეროვნული სახელმწიფოა, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ტრადიციული ღირებულებები, ხოლო ამ ღირებულებების გამომხატველი ძალა ხელისუფლებაში იქნება თუ ოპოზიციაში,  ამას მისი უდიდებულესობა - ქართველი ხალხი განსაზღვრავს", - ამის შესახებ მედიაკავშირ „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.


მძინარაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოება იძულებულია, აირჩიოს „ცუდსა და უარესს" პოლიტიკურ ძალას შორის. მისივე თქმით, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.


„ეს არის „ცუდსა და უარესს" შორის არჩევანის წინაშე საზოგადოების დაყენების პრაქტიკა. ეროვნულ-კონსერვატიული ძალები დღეს ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალას იკრებენ, რასაც თუნდაც ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ადასტურებს.

 

საქართველო ეროვნული სახელმწიფოა, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ტრადიციული ღირებულებები, ხოლო ამ ღირებულებების გამომხატველი ძალა ხელისუფლებაში იქნება თუ ოპოზიციაში, ამას მისი უდიდებულესობა - ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ამის მაგალითია ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის მიმართაც ქართველი საზოგადოება ღიად გამოხატავს სიმპათიებს თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მან ქორწინებას ქალის და მამაკაცის კავშირი უწოდა და ამისი დაფიქსირება კონსტიტუციაში მოითხოვა. ჩემი აზრით, დადგება მომენტი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი გამოიყენებს ამ დიდ რესურსს - საზოგადოების ნდობას და პოლიტიკაში ისევ შემოაბიჯებს!" - განაცხადა მძინარაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი