logo_geo
„ჭაობი, რომელშიც მოყიყინე ადამიანები ყველაფერს ამბობენ“ - გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“
- +

4 თებერვალი. 2017. 15:35




„დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დაარეგისტრირეს პარტიაში იმისთვის, რომ ჩემს წინააღმდეგ მიეცათ ხმა პრაიმერისში", - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „პრაიმტაიმთან" განაცხადა.


გიორგი ვაშაძემ „ნაცმოძრაობის" მიერ გაყალბებული საქმე გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს მათი რეალური სახეა.


„2012-13 წლებიდან მოყოლებული წელიწადში ორჯერ მაინც წარვადგენდი „ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგის თუ რეფორმების კონკრეტულ გეგმას, ზოგიერთ შემთხვევაში მეთანხმებოდნენ, თუმცა, განხორციელების პროცესში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არ მომხდარიყო ეს ყველაფერი. მაგალითად, ადგილობრივი არჩევნების წინ ჩემი ინიციატივით ჩატარდა შიდაპარტიული პრაიმერისი. აღმოჩნდა, რომ მერიაში დარჩენილი ძალაუფლება შიდაპოლიტიკური პროცესების გადასაწყვეტად გამოიყენეს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დაარეგისტრირეს პარტიაში იმისთვის, რომ ჩემს წინააღმდეგ მიეცათ ხმა პრაიმერისში. აი, ეს არის ამ ჯგუფის რეალური სახე. მცდელობა იყო, გაყალბებულიყო, მე უბრალოდ ის ნაბიჯი გადავდგი, რომ მოვხსენი კანდიდატურა პრაიმერისიდან, იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდოდა, ეს საბოლოო განხეთქილებამდე მისულიყო პარტიაში. მაშინ ვფიქრობდი, რომ კიდევ იყო რესურსი დარჩენილი, რათა პარტიაში გარკვეული ცვლილებები განხორციელებულიყო, თუმცა შევცდი", - ამბობს ვაშაძე.


მისი თქმით, პარტია იმ პერიოდში ჭაობს დაემსგავსა, რომელსაც არაფრის გაკეთება არ სურდა, რაც, რეალურად, პარტიის განადგურებას ნიშნავდა.


„პარტია გახდა, ფაქტობრივად, ჭაობი, რომელშიც მოყიყინე ადამიანები ყველაფერს ამბობენ, რატომ არ შეიძლება რაღაცის გაკეთება. ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის სვლა საბოლოო განადგურებისკენ, ნებისმიერი ორგანიზაციის. ისინი ვერ ხედავდენ საკუთარ თავს კონკურენტულ გარემოში", - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი