logo_geo
დიდთოვლობაში დაბადებული ალექსანდრეს ისტორია
- +

4 თებერვალი. 2017. 18:46


 


რამდენიმე დღის წინ, დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. მართალია ტემპერატურამ მოიმატა და მდგომარეობაც გაუმჯობესდა, თუმცა უკვე მერამდენე დღეა ქართულ სოციალურ ქსელებში სახუმარო თემადაა ქცეული ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში დიდი თოვლის გამო „დაკარგული" ტრაქტორის ამბავი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მუხურას გამგებელი და სხვა სამსახურების წარმომადგენლები, ტრაქტორით გზების გაწმენდას შეეცადნენ. შეღამებისას ტრაქტორში საწვავი გამოილია და ის გზაზევე დატოვეს. მომდევნო დღეებში ტრაქტორი ვერ იპოვეს, რადგან თოვლში ჩარჩენილი მძიმე ტექნიკა ნამქერისაგან დაიფარა. ადგილობრივების თქმით, მომხდარი სულაც არ არის გასაკვირი, რადგან სოფელ მუხურაში ზამთარში დიდთოვლობა ტრადიციულია, წელს კი ლამის რეკორდული ნალექი მოვიდა და თოვლის საფარმაც ერთ მეტრს გადააჭარბა.


კიდევ ერთი, გაცილებით სასიხარულო ამბავი მოხდა, ისევ იმერეთში და იქაც მთავარში არა, მაგრამ მეორეხარისხოვან როლში ისევ ტრაქტორია...


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში წლების მერე ასე გაიხსენებენ 2017 წლის ზამთარს - ალექსანრე ციცვიძე რომ დაიბადა, იმ წელს ჩვენს სოფელში მძიმე ზამთარი და დიდი თოვლი იყოო.. 


მოკლედ სოფლის მკვიდრს, 32 წლის მარინა დიასამიძეს მშობიარობა, სწორედ მაშინ დაეწყო, როდესაც სოფელში დიდთოვლობა იყო და რეგიონული სასწრაფო დახმარების მანქანას მშობიარე ქალბატონის სახლამდე ასვლა გაუჭირდა.


სასწრაფო დახმარების ექიმი მარიამ გაფრინდაშვილი მელოგინეს სახლამდე ტრაქტორით მივიდა და მშობიარობა მარტომ მიიღო. სულ მოკლე ხანში, მშობიარე ქალბატონის სახლთან რეგიონალური სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოჩნდა. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.


პროცესში ჩართული იყვნენ ჯანდაცვის სამინისტრო, კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტი და სხვა სამსახურები. ახლად დაბადებული სიცოცხლის გადარჩენა არაერთი ადამიანის ძალისხმევით მოხერხდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი