ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი სანდრა რულოვსის ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენას „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ეხმაურება.
„ახლა სამეგრელოში სანდრა რულოვსმა თუ გაიმარჯვა და ზუგდიდის მერიის კარი გაიღო, იცით, რა მოელის საქართველოს? - იგი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადმოინაცვლებს და უკრაინულ მაიდანს მოაწყობს. მერე ნახეთ სნაიპერები შენობების თავზე ...“ - განაცხადა ჯეფრი სილვერმანმა.