logo_geo
მამა სერაფიმე ვინ ბით ხარიბი: თუ გსურს, გააცინო ღმერთი, მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ
- +

19 აპრილი. 2019. 02:07

 

 

რა რეაქცია ჰქონდა მამა სერაფიმეს, როდესაც გაიგო, რომ მისი გალობა იბიცაზე გაჟღერდა და როგორ უყურებს ის სასულიერო პირებისა და „ჯიპების“ თემას - მღვდელმსახურმა ამ თემებზე „იმედის დილაში“ ისაუბრა.

 

„გაოცებული ვიყავი იმით, რომ იბიცაზე ჩემი მელოდია გაჟღერდა. მე საერთოდ მეგონა, რომ ეს ყველაფერი აქ ხდებოდა, საქართველოში. მელოდია, რომელიც გაჟღერდა იბიცაზე, არის მიცვალებულთა კვერექსი. მათ, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, რას უკრავდნენ და ცოცხლად დაუწყეს თავს წესის აგება. მე არანაირ პროექტს არ ვგეგმავ, რითაც მოხდება ელექტრონული მუსიკისა და ჩემი გალობის გაერთიანება. თუ გსურს, გააცინო ღმერთი, მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ.

 

ადამიანს როდესაც ნაკლებად აქვს მსჯელობის უნარი, ის ყოველთვის განკითხვაზე გადადის. მისთვის უფრო ადვილია, განიკითხოს, ვიდრე იმსჯელოს. მე სასულიერო პირებისა და „ჯიპების“ თემას ან უნდა ვუყურო უარყოფითად და უკვე განკითხვისკენ წავიყვანო ეს საქმე, ან დადებითად, რაც შეიძლება არასწორად მიიღოს საზოგადოებამ. არ მყავს „ჯიპი“, რომ მაჩუქონ, უარსაც არ ვიტყვი. თუ ადამიანი სიკეთით ცხოვრობს და ეხმარება ხალხს, მას „ჯიპი“ ეყოლება თუ რა, მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“,- აღნიშნავს მამა სერაფიმე.

 

 

big_banner
არქივი