logo_geo
ჯეფრი სილვერმანი: სანდრა რულოვსი კონკრეტული სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა
- +

18 აპრილი. 2019. 20:54

 

 

ამერიკელი ჟურნალისტი და ჟურნალ „ვეტერანს თუდეის“ საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ჯეფრი სილვერმანი „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წარდგენას ეხმაურება. მისი თქმით, რულოვსმა მეგრული ენა სპეციალურად შეისწავლა და ის კონკრეტული სპეცსამსახურისთვის მუშაობდა.

 

„სააკაშვილის ცოლმა სამეგრელოში უფრო დიდი და უარესი თამაში წამოიწყო, ვიდრე მისმა მოხეტიალე ქმარმა. საქართველოში კარგად იციან, რომ მას კარგა ხანია, საიდუმლო კონტაქტები აქვს სპეცსამსახურებთან და რამდენიმე ქვეყნისთვის მუშაობს. პირველი ლედის როლიდან რულოვსი ჯერაც არ გამოსულა და ახლა ზუგდიდის მერის სავარძელი სურს, თანაც, როგორც ჩანს, მოსწყინდა ავადმყოფი და მენტალურად დაავადებული კაცის ცოლის თამაში“, - განაცხადა ჯეფრი სილვერმანმა.

 

სილვერმანის თქმით, სანდრა რულოვსი მაფიის სტრუქტურებთან შეკრული აგენტია.

 

„სანდრას ვინაობის შესახებ რუსულ სპეცსამსახურებს „ФСБ“-სა და „ГРУ“-ს უნდა ჰკითხოთ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გულუბრყვილო მეუღლე არ გეგონოთ, მაფიის სტრუქტურებთან შეკრული აგენტი და ორგანიზებული დანაშაულის მონაწილეა, ის არის აისბერგი, თავი წყლის ზემოთ რომ უტივტივებს, ხოლო ქვევით ყველაფერს ანადგურებს“, - განაცხადა სილვერმანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი