logo_geo
არჩილ თალაკვაძე: საიდან ჰქონდა ახვლედიანს ამხელა ფინანსური რესურსი?!
- +

4 თებერვალი. 2017. 20:57


 


„ჩვენ ცოტახნის წინ ვიცოდით, რომ ბატონი გვარამია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სასამართლოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ბატონ ახვლედიანთან. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ბატონი ახვლედიანის ხელში, როდესაც ის იყო მოსამართლე თავს იყრის კოლოსალური ფინანსური რესურსები", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. როგორც თალაკვაძემ ე.წ. მოსამართლეების საქმესთან დაკავშირებით კომენტარებისას აღნიშნა, არსებობს ბევრი კითხვები, რომელზეც პასუხებია გასაცემი. 



„მსამართლეები, როგორც თვითონ განაცხადეს, ორი კვირის წინ ანუ იანვრის შუა რიცხვებში ფლობდნენ ინფორმაციას სავარაუდო ზეწოლის და მუქარის ფაქტზე. ვინ შეუთანხმდა ამ ადამიანებს და ვის გეგმებში შედის, რომ ეს განცხადება მხოლოდ 2 კვირის შემდეგ, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების მეორე დღეს ვრცელდება ბრიფინგით, რომელსაც ატარებს ოპოზიცია და ვის აწყობდა?! ჩვენ ვისმენდით უსაფუძვლო პრეტენზიებს ეს წლები, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ გვაქვს შეკითხვები. გამოძიება დაწყებულია და ძალიან მალე გაეცემა პასუხები. ოპოზიციის ბრიფინგზე ასევე რატომ არ გაჟღერდა ის ინფორმაცია, რომ მოსამართლეებს წერილები მიუვიდათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან. ან რატომ არ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მისდიოდათ საზღვარგარეთიდან.

 

მეორე საკითხი მაინტერესებს კიდევ, რომელზეც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. ჩვენ ცოტახნის წინ ვიცოდით, რომ ბატონი გვარამია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სასამართლოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ბატონ ახვლედიანთან. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ბატონი ახვლედიანის ხელში, როდესაც ის იყო მოსამართლე თავს იყრის კოლოსალური ფინანსური რესურსები. ეს არის 800 ათასი და 1 600 000  დოლარი. ეს არის მის თანამდებობაზე მომუშავე ადამიანის 120 წლის ხელფასი. საიდან ჰქონდა ამ ადამიანს ამხელა ფინანსური რესურსი?!", - განაცხადა თალაკვაძემ. 


 

big_banner
არქივი