logo_geo
ნანა ლორთქიფანიძე : ყოველთვის ზედმეტად ემოციური, პანიკიორი ვიყავი
- +

18 აპრილი. 2019. 21:59

 

 

მსახიობ ნანა ლორთქიფანიძეს სერიალში „იდეალური დედა“ თავის პერსონაჟთან - მანანასთან ბევრი საერთო აქვს, თუმცა მისგან საკმაოდ მნიშვნელოვანი თვისებებითაც განსხვავდება. რა საერთო და რა განსხვავება აქვს თავის პერსონაჟთან და როგორი უნდა იყოს იდეალური დედა, - მსახიობი ამ თემაზე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს:

 

„იდეალური დედობა ნიშნავს, რომ შვილისთვის ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გააკეთო და შენი საქმეც მაქსიმალურად კარგად შეასრულო. ჩემთვის იდეალური დედაჩემია, რომელიც  3 შვილს გვზრდიდა, მეუღლეს უვლიდა, რეპეტიციებზე დადიოდა, სპექტაკლებში თამაშობდა... ყველას გვინდა, იდეალურები ვიყოთ, მაგრამ ალბათ, ზოგჯერ რაღაც სათანადოდ არ გამოგვდის. სერიალში „იდეალური დედა“ პრობლემები ძალიან რეალური, გასაგები და ნაცნობია - შეიძლება ყველას ყოფაში აღმოჩნდეს. ყოველთვის ცოტათი ზედმეტად ემოციური, პანიკიორი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ - ბავშვს 37 გრადუსი სიცხე თუ ჰქონდა, ლამის ჭკუიდან გადავდიოდი“,- განცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი