logo_geo
მამა სერაფიმე ვინ ბით ხარიბი: მენანებოდა გართობის, შარების, ხშირი შეჯიბრებების, დათმობა...
- +

18 აპრილი. 2019. 22:30

რიბი: მენანებოდა გართობის, შარების, ხშირი შეჯიბრებების,  დათმობა...

 

 

წარმოედგინა თუ არა მამა სერაფიმეს, რომ ის ოდესმე სასულიერო პირი გახდებოდა და რამდენად შეიცვალა მისი მუსიკალური გემოვნება ადრინდელთან შედარებით - ამასთან დაკავშირებით მღვდელმსახურმა „იმედის დილაში“ ისაუბრა.

 

„საერთოდ ვერც ვიფიქრებდი, თუ მღვდელი გავხდებოდი. როდესაც ჩემი მეუღლე ორსულად იყო ქეთევანზე, ექიმები არ გვაძლევდნენ მისი გადარჩენის გარანტიას და ამიტომ მირჩიეს გავჭრათ და ბავშვი მაინც გადავარჩინოთო. მაგრამ მე ის  მამა გაბრიელის საფლავზე წავიყვანე და ვთქვი, თუ ამათ გადამირჩენ და სათნო იქნება ჩემი ცხოვრება იმისათვის, რომ ბერი გავხდე, მაშინ გავხდები-მეთქი. მაგრამ, როდესაც ორივე გადარჩა, ვიფიქრე, რა უაზრო აზრები მომდის- მეთქი. მეშინოდა იმის, რომ პირობას არ ვასრულებდი. თავს ვიმართლებდი, ახალგაზრდა ვარ,  ამათ რჩენა უნდათ, ვინ მიხედავთ. მე მენანებოდა გართობა, ხშირი შეჯიბრებები, კლუბები, როგორც შეგვეძლო, ისე ვერთობოდით.

 

რა თქმა უნდა, ჩემი მუსიკალური გემოვნება შეიცვალა. მე მიყვარდა „Led Zeppelin“ და „Deep Purple“. ეს მუსიკა ბავშვობასა და ვარჯიშების პერიოდს მახსენებს, თან დღესაც რომ ვუსმენ, რაღაცნაირად მიტაცებს ხოლმე იქითკენ. შემდეგ მამაჩემმა შემაყვარა ჯიმი ჰენდრიქსი. ახლა მშვიდ და წყნარ მელოდიებს ვუსმენ. ქართველი მომღერლებიდან ძალიან მიყვარს ბესო კალანდაძე, რომა რცხილაძე“,- აღნიშნავს მამა სერაფიმე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი