logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ეს ამბავი სამზარეულოდან არ გამოდიოდა…
- +

5 თებერვალი. 2017. 03:22



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მჟავანაძე აღნიშნავს, პარტიაში დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ ეს დაშლას არ ნიშნავს.


„ნაციონალების" შიგნით ყოველთვის იყო განხეთქილება და ერთმანეთს აგინებდნენ კიდევაც. მინდა გაგახსენოთ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც გოკა გაბაშვილი მიხეილ სააკაშვილს აგინებს. ამ გუნდის შიგნით დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ ეს ამბავი სამზარეულოდან არ გამოდიოდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადავიდნენ და აღარც სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი, ყველას ლიდერობა მოუნდა. ლიდერობის ამდენმა მსურველმა ერთად ბალახი ვერ მოძოვა და ამიტომაც მოხდა მათი გაყოფა და არა დაშლა. აქვე მინდა გაგახსენოთ დავით საყვარელიძის განცხადება. მან 4 წლის წინ თქვა, რომ ჩვენ კი არ უნდა დავიშალოთ, არამედ უნდა გავიშალოთო. სწორედ გაშლასთან გვაქვს საქმე და კიდევ ვიმეორებ, ვიღაცეებმა ნაადრევ ზეიმს დაანებონ თავი.

 

ეს გეგმა პირველ რიგში თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. გიგი უგულავას მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია არსებობს, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მერად ყოფნის პერიოდში მან თბილისში ბევრი რამე გააკეთა. გაყოფის მიზანიც ეს არის. „ნაციონალები" ფიქრობენ, რომ თბილისში უგულავას ხალხი აიღებს არჩევნებზე ხმებს, დანარჩენი „ნაციონალები" კი რაიონებში შეეცდებიან ხმების მოპოვებას. გვინდა თუ არა ჩვენ, სააკაშვილს რეგიონებში საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. საქმე­საქმეზე რომ მიდგება, უპრობლემოდ შექმნიან ბლოკს. ამის შესაძლებლობას თავადაც არ გამორიცხავენ. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადებაა გაკეთებული. აქედან გამომდინარე მართლა ვერ ვხვდები, რა უხარია ამ ხალხს.

 

ვაშაძის პარტია და გირჩებ­მირჩები „ნაციონალებს" უფრო ადრე გამოეყვნენ. ამათ მთელი პოლიტიკური სივრცე აითვისეს. ოთხივე ფლანგს აქვს ფული და გარკვეული გავლენები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამათ ფონზე პატრიოტული სულისკვეთების პარტიები მთლიანად ჩაიძირნენ. მათ რაღაც თოქ­შოუებში თუ მიიწვევენ ხოლმე, ამის პარალელურად გარკვეული ძალები მათ გამარგინალებას ცდილობენ. სამაგიეროდ, „ნაციონალების" ყველა დანაყოფს აქვს გზა გახსნილი", - აღნშნა მჟავანაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი