logo_geo
თათია მოლაშვილი: სააკაშვილის დასაფლავებაზე ორი კაცი დადგება მარტო, ცოლ-შვილიც კი არ დაუჯდება იქ!
- +

5 თებერვალი. 2017. 22:46


 

„მთელი სახელმწიფო ებრძოდა თურმე ერთ სულხან მოლაშვილს, მაგრამ როგორ ყვარებია ხალხს, ამითაც გამსკდარი იქნება გულზე სააკაშვილი. სააკაშვილის დასაფლავებაზე ორი კაცი დადგება მარტო, ცოლ-შვილიც კი არ დაუჯდება იქ", - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეუღლე „აიპრესთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.


როგორც თათია მოლაშვილი აცხადებს, „სულხანი სიკვდილამდე სააკაშვილმა, ადეიშვილმა და ბოკერიამ მიიყვანა!"


„დიახ, ვაცხადებ ხმამაღლა და საჯაროდ! ვაცხადებ, სულხანი სიკვდილამდე სააკაშვილმა, ადეიშვილმა და ბოკერიამ მიიყვანა!

 

სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტი კი არა კაცმაცუნა იყო, გაცოფებული იყო სულხანზე, ვერაფერი მოუხერხა, ვერ გატეხა! ჯერ იყო და 14 წლის შვილი მიცემეს, რომ სარჩელი გამოეტანა სულხანს სასამართლოდან, მერე იყო და ძმა, თორნიკე დაიჭირეს, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ, იმიტომ რომ სულხანი იყო კაცი და არა მათი მსგავსი ლაჩარი!

 

ბედნიერი ვარ, რომ მე ოჯახი სულხანთან ერთად შევქმენი. ხომ ასე მალე წავიდა ამ ქვეყნიდან და ახალგაზრდა, 46 წლის, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმ მოკლე პერიოდითაც, რაც სულხანის გვერდით გავატარე.

 

ლევან რამიშვილმა თქვა, ჩემი ნება, რომ იყოს რუსთაველის ხეებზე სახრჩობელაზე ჩამოვკიდებდი სულხან მოლაშვილსო.

 

თავიდან მიშას პიარი რომ უნდოდა , მოკრიფეს უსახლკაროები და წაიყვანეს . ამ ხალხს რომ გაუგია, რომ სულხანის სახლი იყო, ყველამ დატოვა ის სახლი, იმ უსახლკაროებმა ინამუსეს, არ გაჩერდნე, ამ სახლში ჩვენ არ გავჩერდებითო.

 

გრიგალაშვილი გამოდის და ამბობს ხალხში, რომ ნახევარმილიონიანი ბუხარიაო.. ჭაჭის ქვით ნახევარმილიონიანი ბუხარი ვის აქვს და ტყვიაგაუმტარი ფანჯრები", - აღნიშნავს თათია მოლაშვილი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი