logo_geo
ეკა ჩხეიძე: ცხოვრებაში თამაში არ მიყვარს...
- +

27 აპრილი. 2019. 12:48

 

მსახიობი ეკა ჩხეიძე „კვირის პალიტრასთან“ თავის შემოქმედებით და პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

 

„ცხოვრებაში თამაში არ მიყვარს, არც მოთამაშე ადამინები. ზოგჯერ რაღაც სიტუაციებს კი ვერგებით, მაგრამ ცხოვრებაში თამაში ტყუილთან ასოცირდება და ამას ვერიდები. თუ არ მიყვარს ადამიანი, ვერაფრით ვეტყვი, მიყვარხარ-მეთქი. ხშირად წამიგია ამის გამო, მაგრამ მაინც გულწრფელობა ჯობია . ხანდახან ამის გამო მიწევს „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“, იმიტომ, რომ რასაც ვფიქრობ, ის რომ ვთქვა, კონფლიქტი მოხდება.

 

სცენაზე პერსონაჟს ვითავსებ. ჩვენი პროფესიაც რა არის - დამაჯერებლად თქვა ტყუილი“, - აღნიშნავს ეკა ჩხეიძე.

 

მსახიობის თქმით, მას სულ ჰყავს ობიექტი, რომლისთვისაც იპრანჭება.

 

„მთელი ცხოვრების განმავლობაში სამჯერ თუ ვიყავი შეყვარებული. სულ მყავს ობიექტი, რომლისთვისაც ვიპრანჭები. ქალს სჭირდება ადამიანი, რომლისთვისაც ღირს, რომ თვალები უბრწყინავდეს“, - აღნიშნავს მსახიობი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი