logo_geo
„როგორ უნდა გძულდეს ქართველი ერი, რომ მასზე თქვა, ცეკვა-თამაშის მეტი, არაფერი იცოდნენო?!“
- +

6 თებერვალი. 2017. 15:14




„სააკაშვილი არის საქართველოს მოღალატე და ვინც მაგას ემხრობა, ყველა მოღალატეა!" - ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „ასავალ-დსავალს" განუცხადა.


როგორც ჯაველიძე აღნიშნავს, სააკაშვილი ქვეყნის პატრიოტი არასოდეს ყოფილა, სწორედ მისი გაჩუქებულია საქართველოს მეხუთედი.


„სააკაშვილი არის ერთი გაუნათლებელი, ქაჯი, ავადმყოფი, რომელსაც ერთი წიგნიც არა აქვს წაკითხული ბოლომდე! ბავშვობიდან ვიცნობ და კარგად ვიცი, რასაც ვამბობ!

 

როგორ უნდა გძულდეს ქართველი ერი, რომ მასზე თქვა, ცეკვა-თამაშისა და სადღეგრძელოების თქმის მეტი, არაფერი იცოდნენო?!

 

ჰოდა, მე იმ ქართველის დედაც და მამაც, ვისაც სააკაშვილი საქართველოს პატრიოტი ჰგონია! რა პატრიოტიც იყო, კარგად ვნახეთ, ქვეყნის მეხუთედი რომ გააჩუქა და თან დააყოლა, დიდი არაფერი, ქვების გროვა და სალი კლდეები დავკარგეთო!

 

ეგ არარაობა არის საქართველოს მოღალატე და ვინც მაგას ემხრობა, ყველა მოღალატეა!" - ამბობს ჯაველიძე.


 

big_banner
არქივი