logo_geo
1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა
- +

27 აპრილი. 2019. 15:37

 

20 წლის წინ, ამ დღეს, 1999 წლის 27 აპრილს, სტრასბურგში, საიუბილეო სამიტზე, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა.

 

გელა ჩარკვიანი იხსენებს:

„სტრასბურგში 26 აპრილის საღამოს ჩავედით და სასტუმრო „ჰილტონში“ დავბინავდით. შუა ღამე იქნებოდა, როცა პრეზიდენტმა თავისთან დამიბარა და მითხრა, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანების ცერემონიისათვის დაწერილი სიტყვა ცუდი არ იყო და მის ფრაგმენტებს გამოიყენებდა, თუმცა ამ მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით იგი საჭიროდ მიიჩნევდა, უფრო ემოციურად ელაპარაკა და ამიტომ გამოსვლას თვითონ დაწერდა, ვთხოვე, რომ რა დროსაც წერას დაამთავრებდა, თუნდაც დილის 5 საათი ყოფილიყო, გამოსვლის ტექსტი მყისვე ჩემთვის გადმოეცა სათარგმნელად. ის ღამე, ბუნებრივია, თეთრად გავათენეთ, მაგრამ სიტყვა კარგი გამოვიდა...

 

...ლორდმა რასელ-ჯონსტონმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, საპასუხო სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველო პირველი იყო კავკასიის ქვეყნებს შორის, ვინც ხდებოდა წევრი ორგანიზაციისა, რომელსაც აკისრია ევროპაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე მეთვალყურეობა: „ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტაბილურობისაკენ რეგიონში, სადაც ბევრია ჯერაც მოუწესრიგებელი კონფლიქტი“. მერე შევარდნაძე სმენაზე დადგა, ნელ-ნელა ზევით ავიდა საქართველოს დროშა და გაისმა ეროვნული ჰიმნის ჰანგები.“

 

წიგნიდან „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი