logo_geo
გოგა ხაინდრავა: დამებადა შეკითხვა, ქორიძეს, ტუღუშს, კაპიტან გიგაურს გვარამიას საქციელი არ ეხებათ?
- +

6 თებერვალი. 2017. 21:59


 

 

„მოსამართლე ახვლედიანი და პროკურორი გვარამია ერთმანეთზე გადაბმულები არიან. ახლა წავიკითხე, რომ ჩემს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს... იქ მარტო მე არ ვარ, მაგრამ სარჩელის შეტანას აპირებს იმის გამო, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე?" - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.


ხაინდრავა „რუსთავი-2"-ის ეთერში მამუკა მდინარაძისა და ნიკა გვარამიას დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის.


„ვნახე „რუსთავი-2"-ის ეთერში მამუკა მდინარაძის ჩართვა და დამებადა შეკითხვა პროკურორ გვარამიას საქციელთან დაკავშირებით. ქორიძეს, რომელიც ქარტიის ხელმძღვანელია, ტუღუშს, კაპიტან გიგაურს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაფერი ეხება ამ ქვეყანაში, ის, რაც ხდება „რუსთავი-2"-ის ეკრანზე, მათ საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში, ადამიანების უფლებებთან და ჟურნალისტურ ეთიკასთან მიმართებით, მათ არ ეხებათ? და არც ჩვენ გვეხება ეს? ის, რომ მაყურებელს აი, ასე ექცევა ეს ვიღაც არსება, რომელიც თითქოს თავისუფალი სიტყვის სიმბოლოა. აბსოლუტურად გაუგებარია, ესაა მაყურებლის, ეთერის, თავისუფალი სიტყვის, ჟურნალისტიკის შეურაცხყოფა და იმ ადამიანებს ეს არ ეხებათ? ჩვენ არ გვეხება ეს? თუ მარტო სხვა რაღაცეები ეხებათ? ამასთან დაკავშირებით პირში წყალი რომ აქვთ დაგუბებული, იქნებ გამოვიდნენ და თქვან, რა ხდება, ძალიან მაინტერესებს მათი აზრი ამ საკითხთან მიმართებით, რადგანაც საქართველოში, დაწყებული კოსმოსიდან, დამთავრებული კანალიზაციით, ყველაფერზე თავის აზრს გამოთქვამენ და ამ საკითხზე კი, რაც უშუალოდ მათ ეხებათ, გაჩუმდნენ", - განაცხადა ხაინდრავამ.


რეჟისორის თქმით, მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, რატომ აპირებს მამუკა ახვლედიანი ჩივილს. ხაინდრავას განცხადებით, ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება აქვს, ამის გამო ჩივილი კი, ახვლედიანის, როგორც მოსამართლის კვალიფიკაციაზე მეტყველებს.


„აქვე უნდა გამოვეხმაურო მოსამართლე ახვლედიანსა და პროკურორ გვარამიას, ისინი გადაბმულები არიან ერთმანეთზე. ახლა წავიკითხე, რომ ჩემს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს... იქ მარტო მე არ ვარ, მაგრამ სარჩელის შეტანას აპირებს იმის გამო, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე? ახლა ეს კარგად მეტყველებს მის კვალიფიკაციაზე. საკუთარი პოზიციის გამოთქმის გამო რომ სარჩელის შეტანას დააპირებ - ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანისთვის უფლებებსა და თავისუფლებებს. თან თანხებიც რა კარგად იცის, კარგად აქვს რაოდენობა ჩამოყალიბებული, პირდაპირ 100 ათასებზე ლაპარაკობს, მაგისთვის მაგაზე ქვემოთ თანხები არ არსებობს. ამ თემაზეც იქნებ კაპიტან გიგაურს მიმართოს და მოიკითხოს, აქვს თუ არა ადამიანს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება? მე არავინ არაფერში დამიდანაშაულებია, უბრალოდ, მე ჩემს ეჭვს გამოვთქვამ, ლოგიკური დასკვნა გამომაქვს. ის ადამიანი, რომელიც ხელფასზე ცხოვრობს და მერე მილიონიანი ქონების პატრონი ხდება, თანაც ამბობს, რომ ავტორიტეტის გამო მისცა ბანკმა კრედიტი, როგორც მინიმუმ, მაეჭვებს. მაშინ დამიდასტუროს ეს ბანკმა, დაასაბუთოს", - ამბობს ხაინდრავა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი