logo_geo
მამუკა ჩარკვიანი: მოვა, ალბათ, სად წავა…
- +

21 ნოემბერი. 2016. 14:18



კომპოზიტორმა და მომღერალმა მამუკა ჩარკვიანმა ცხრა ოპერაცია და ცხრა ნარკოზი გადაიტანა. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს, სახლიდან ორი წელია არ გასულა. ყოველდღიურ ყოფას კი წიგნით იმსუბუქებს და არა მუსიკით.


„წიგნით და რა საოცარიც არ უნდა იყოს, არა მუსიკით. საერთოდ გავწყვიტე კავშირი მუსიკასთან. მუზა გამექცა, გამიბრაზდა, ეტყობა, აღარ მოვიდა. მეც გავანებე თავი, არ ვეხვეწები. მოვა, ალბათ, სად წავა. ქალივით არის მუზა, თვითონ უნდა მოვიდეს, უნდა აცალო, ცოტა უნდა მოეფერო, მაგრად უნდა დაუდგე, თუ გაბრაზებულია და მოვა რა. ლექსებსაც აღარ ვწერ. მხოლოდ ვკითხულობ და ტელევიზორს ვუყურებ", - აღნიშნავს კომპოზიტორი.

 

ამბობს, რომ პოლიტიკასთან საერთო ვერ მოძებნა და არასდროს ყოფილა მისით დაინტერესებული.


„პოლიტიკასთან საერთო ვერ მოვძებნე. არც ვყოფილვარ პოლიტიკით დაინტერესებული და ახლა მითუმეტეს. ვინ ვის ატყუებს და „ვისი ვიოლინო ვის როიალშია", მართლა ვერ გაიგებ. ეს ფრაზა ჯანსუღმა თქვა და ძალიან მომწონს. 85 წლის არის მამაჩემი და ვერ გაიგო და მე რა უნდა გავიგო", - დასძინა მამუკა ჩარკვიანმა.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი