logo_geo
ბლოგერი ვლადიკავკაზში გადაღებული ფოტოს გამო შევიწროების მსხვერპლი გახდა
- +

5 მაისი. 2019. 19:30

 

სოციალური ქსელების ეპოქაში, ინტერნეტ-ჰეიტერები დიდ როლს თამაშობენ, მაგრამ მათი გამოვლენა არც თუ ისე რთულია - ბლოგერი ტიუმენიდან, ქრისტინა შელესტი საკუთარი გამოცდილებიდან კიდევ უფრო დარწმუნდა.

 

 

ქრისტინას ცხოვრებას, სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს - გოგონას, ორი პოპულარული Instagram გვერდი აქვს გახსნილი, სადაც ბლოგერი, როგორც მის მეგობართან ერთად, ასევე მოგზაურობის დროს გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს. სწორედ, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გადაღებულმა საკუთარმა ფოტოებმა „აურიეს“ გოგონას ცხოვრება.

 

 

რამდენიმე ხნის წინ, ჩრდილოეთ ოსეთში ტურისტად იმყოფებოდა, სადაც ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულა და მის ფონზე უამრავი ფოტოც გადაიღო. 

 

ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, ყურადღება გაამახვილა მის ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ქრისტინა, მოკლე ტოპით და მუხლებამდე სიგრძის „შორტებში“ პოზირებს. ერთ-ერთ კადრში კი, კამერისგან ზურგით დგას და უძველესი კოშკის - ძეგლის ფონზე პოზირებს.

 

 

თითქოს არაფერია პროვოკაციული ან უცენზურო, მაგრამ ფოტოს გამო, გოგონას ირგვლივ მრავალი შეურაცხყოფელი კომენტარების ტალღა აგორდა.

 

„დღეს, პირდაპირი გზავნილები მომივიდა იმის შესახებ, რომ მე არასოდეს აღარ ჩავიდე ოსეთში. ასევე, ბევრი უცენზურო სიტყვები მომწერეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, ინტერნეტში პოსტი გამოაქვეყნეს ვლადიკავკაზში გადაღებულ ჩემს ფოტოსთან ერთად“, - ამბობს ბლოგერი. 

 

ბლოგერის თქმით, ეს პროვოკაციაა იმ პირების მხრიდან, ვინც ჩემი ფოტო ატვირთა, რადგან მათ შეეძლოთ სხვა, „არაშეურაცხმყოფელი“ ფოტოების გამოქვეყნება. გოგონას, კონფლიქტების მოყვარული არ არის და ამიტომ მდგომარეობა არ გაამწვავა.

 

 

ქრისტინამ ასევე განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება ოსეთთან მიმართებაში, ისეთივე დარჩება, როგორც მოგზაურობის წინ. ბლოგერის დაცვის მიზნით, გამოიკვეთა მომხმარებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სურათებში არაფერი შეურაცხმყოფელი არ იყო.

 

„კავკასიის მიმართ ჩემი შთაბეჭდილება და დამოკიდებულება იგივე რჩება, როგორც მოგზაურობის პირველ დღეს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იქ ისეთი არაფერი მომხდარა, რაც აქ დღეს მოხდა“, - ამბობს ქრისტინა.

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი