logo_geo
ასმათ ტყაბლაძე: პირველი ქალი ვარ, ვინც...
- +

7 თებერვალი. 2017. 15:11



მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თბილისის მერობისთვის კენჭს იყრიდა. როგორც თავად აღნიშნავს, იცოდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა, თუმცა ხალხის მხრიდან უდიდეს სიყვარულს გრძნობდა.


„ვიცოდი, რომ ვერ გავხდებოდი თბილისის მერი, მაგრამ ხალხის სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობდი. საერთოდ, ყველაფერს გულიდან ვამბობ.

 

ისე, პირველი ქალი ვარ, ვინც თბილისის მერობაზე კენჭი იყარა და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს!" - აცხადებს ასმათ ტყაბლაძე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი