logo_geo
კახა მიქაია: ვთხოვ ყველა ზუგდიდელს, კარგად გააცნობიერონ ის საშიშროება, რაც რულოვსის გამარჯვებას მოჰყვება
- +

7 მაისი. 2019. 20:18

 

 

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი არ გახდეს!“ - ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა კახა მიქაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, რულოვსის კალთის ქვეშ სააკაშვილი და მისი რევანშისტული გეგმა იმალება.

 

„ვერასოდეს დავუშვებ წარსულის დაბრუნებას, რომელიც სამეგრელომ განსაკუთრებით მწვავედ იწვნია. სრულიად აშკარაა, რომ რულოვსის კალთის ქვეშ სააკაშვილი და მისი რევანშისტული გეგმა იმალება, რასაც თვითონაც არ მალავს. რულოვსის მთავარი საარჩევნო გზავნილია, რომ „ზუგდიდიდან დაიწყება ქვეყნის განვითარება“, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდიდან ქვეყნის განვითარება კი არ დაიწყება, არამედ სააკაშვილი სამეგრელოდან საქართველოს ხელმეორე ოკუპაციას დაიწყებს! ამიტომაც მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, ზუგდიდისა და საქართველოს მომავალი არ დავღუპოთ, საქართველოსა და მთლიანად ქვეყნის ისტორიაში შავი ასოებით არ ჩავეწეროთ. ყველა ზუგდიდელს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, შერიგების ხელს ვუწვდი ყველას, ვისაც ჩემთან აქვს პრეტენზია და ვისთანაც მე მაქვს პრეტენზია. სააკაშვილის რეჟიმს დროს, რომლსაც მე უჟამობის ჟამს ვეძახი, ერთმა ზუგდიდელმა ცნობილმა ქალბატონმა დაწერა – „წარსული გქონდათ ბრწყინვალე, მადარდებს თქვენი მერმისი, მეგრელებს გყავდათ ცოტნე დადიანი, ახლა – როლანდი, დათა, ბაჩო და მეგისი.

 

როლანდის, დათას, ბაჩოს და მეგისის სამეგრელოში დაბრუნება არ მინდა, ეს ბნელი წარსული, რომელიც ჩვენ გადავშალეთ! კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა ზუგდიდელს, რომ კარგად გააცნობიერონ ის საშიშროება, რაც რულოვსის გამარჯვებას მოჰყვება“, - განაცხადა მიქაიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი