logo_geo
„ტრამპი“ - ეს შოუს სახელია და მასზე ბილეთები ყოველთვის გაყიდულია“ - დონალდ ტრამპის გამონათქვამები საკუთარ თავზე
- +

15 ნოემბერი. 2016. 14:26



მედიაში ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თემა განსაკუთრებიტ პოპულარულია. გაზეთი „პრაიმტაიმი" ახალი პრეზიდენტის გამონათქვამებს აქვეყნებს, რომელსაც საკუთარ თავზე ამბობს:



1. მე ძალიან ჭკვიანი ბიჭი ვარ.

2. მე ჭკვიანი ვარ. ვიღაცა იტყვის კიდევაც, რომ მე ძალიან, ძალიან ჭკვიანი ვარ.

3. ჩემს ორგანიზმში ის ძვლები არ არის, რასიზმზე რომ უნდა აგოს პასუხი.

4. მე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს შავკანიანებთან. მე მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა.

5. მე ვიცი ჩინელები. მე მათთან ბევრი ფული მაქვს გაკეთებული. მე მესმის ჩინური გონების.

6. მე ვაღმერთებ ქალებს. მე მინდა ქალებს დავეხმარო. მე ქალებისთვის შემიძლია ის გავაკეთო, რაც არ შეუძლია არცერთ კანდიდატს.

7. ქალებისთვის წარმოუდგენლად კარგი ვიქნები.

8. ლოგინში არასდროს მქონია პრობლემა.

9. ხშირად, როცა ერთ-ერთ ყველაზე არაჩვეულებრივ ქალთან ვიწექი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, წარმოვიდგენდი პატარა ბიჭს ქვინსიდან და ვეკითხებოდი: „გჯერა იმის, რასაც მიაღწიე?"

10. მედიას ხშირად იმ გიჟად გამოვყავარ, ცეცხლს რომ ისვრის. სინამდვილეში, მგონია, რომ ასეთი საერთოდ არ ვარ. ვფიქრობ, აბსოლუტურად არასწორად მაჩვენებენ.

11. ზოგჯერ, იყო ცოტათი გიჟი, სასარგებლოა.

12. იცით, არც ისე მნიშვნელოვანია, რას წერენ თქვენზე, თუკი თქვენ ახალგაზრდა და ლამაზი სხეული გაქვთ.

13. „ტრამპი" - ეს შოუს სახელია. და მასზე ბილეთები ყოველთვის გაყიდულია.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი