logo_geo
გია ჯაჯანიძე: კუბოებისა და აკვნების საამქროში, იმ პატარა ასაკში მივხვდი, რომ...
- +

11 მაისი. 2019. 11:06

 

„11 წლის ასაკში ვჭედავდი ლიმონათის ყუთებს“, - ამ თემაზე ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ტანჯული ბავშვობა მქონდა, მაგრამ მაინც ბედნიერი. 11 წლის ასაკში ვჭედავდი ლიმონათის ყუთებს. საამქროს უფროსი, რომელიც ცნობილი მეკუბოვეც იყო, მეუბნებოდა, შენგან გადასარევი დურგალი დადგებაო და მე ძალიან განვიცდიდი. ჩვენს საამქროში ლიმონათის ყუთებთან ერთად კუბოები და აკვნებიც მზადდებოდა. სულ ვაჯერებდი ჩემს თავს, რომ ამ საქმეს ფულისთვის ვაკეთებდი და დურგლობა არ მინდოდა. ჩემი ოცნება იყო გაქცევა ამ საამქროდან, მაგრამ იმ დროს წასასვლელიც არსად იყო. მეკუბოვე კაცისგან დურგლის მომავლის წინასწარმეტყველება ძალიან მტანჯავდა, მაგრამ იმ სიმწრიდან ერთი გამოცდილება მივიღე- კუბოების და აკვნების საამქროში იმ პატარა ასაკში მივხვდი, რომ სიკვდილი და სიცოცხლე სულ ერთად არიან, მგონია, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ფილოსოფია“, - აღნიშნავს გია ჯაჯანიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი