logo_geo
გია ჯაჯანიძე: ორი თვეა, რაც საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა
- +

11 მაისი. 2019. 12:13

 

„რაღა ძმები გრიმები და რაღა მე. ისეთ ზღაპრებს ვიგონებ ვერ წარმოიდგენთ“, - ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ორი თვეა, რაც საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა. ჩემგან ექსპერიმენტი აღარავის უკვირს, მაგრამ ეს მაინც სხვა რამე ყოფილა. 45 წლის ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ამ ასაკის კაცი მაშინ პირველად ჩამოვსრიალდი კიბის სახელურზე. ჩემი შვილების ტოლებთან ერთად დავდიოდი ლექციებზე, რაც ერთი შეხედვით, სასაცილოც იყო.

 

საბავშვო ბაღში ჩემს ფუნქციებში -  ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის სახელოვნებო უნარ-ჩვევების განვითარება შედის. შევდივარ ჯგუფში, ბავშვებს ვუყვები ზღაპრებს - ჩემი გამოგონილი ზღაპრებია, რაღა ძმები გრიმები და რაღა მე (იცინის). ისეთ ზღაპრებს ვიგონებ ვერ წარმოიდგენთ. მე ცნობილი მეზღაპრე ვარ. ბაბუაჩემი მიყვებოდა ხოლმე ზღაპრებს. მერე, რომ წამოვიზარდე და თითქმის ყველა ქვეყნის ზღაპრები წავიკითხე, ბაბუაჩემის მოყოლილი ზღაპრები ვეღარსად აღმოვაჩინე“, - აღნიშნავს გია ჯაჯანიძე.

 

 

big_banner
არქივი